ორგანოებით მოვაჭრეებმა 6 წლის ბავშვს თვალები ამოთხარეს

ორგანოებით მოვაჭრეებმა 6 წლის ბავშვს თვალები ამოთხარეს

ორგანოებით მოვაჭრეებმა 6 წლის ჩინელ ბიჭუნას, სახელად ბინბინს თვალები ამოთხარეს.

როგორც დასავლური პრესა წერს, ბავშვი ჩინეთის შავ ბაზარზე ორგანოებით მოვაჭრეებს ემსხვერპლა. ბავშვი სახლის წინ მოედანზე თამაშობდა, როდესაც მოიტაცეს. ექიმებმა პატარას ორგანიზმში ნარკოტიკის დიდი დოზაც აღმოაჩინეს. მშობლებმა ბინბინი 4 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. დედის თქმით, ბიჭუნას სახე და სხეული მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი, ტიროდა და საშინელი ტკივილით იტანჯებოდა.

"ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ თვალები დაკარგა, რადგანაც სახე სისხლით ჰქონდა დაფარული. ვიფიქრეთ, რომ თამაშის დროს წაიქცა. მხოლოდ საავადმყოფოში გავიგეთ, რომ ბინბინს თვალის კაკლები არ აქვს", - ამბობს ბიჭუნას მამა.

პოლიცია ინციდენტს იძიებს და მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის ჯილდოდ 10 500 გირვანქა სტერლინგს აწესებს.

ჩინეთში ორგანოებით არალეგალური ვაჭრობის ბუმია, რადგანაც დონორთა ნაკლებობაა. წელიწადში დაახლოებით 300 000 პაციენტს სჭირდება სხვადასხვა ორგანოს ტრანსპლანტაცია და ის მხოლოდ 10 000 ადამიანს უკეთდება. ჩინეთში დონორად ძირითადად, სიკვდილმისჯილ პატიმრებს იყენებენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ