რას ფიქრობს შალვა რამიშვილი გიორგი მარგველაშვილის პირად ცხოვრებაზე

რას ფიქრობს შალვა რამიშვილი გიორგი მარგველაშვილის პირად ცხოვრებაზე

შალვა რამიშვილი ჯერ კიდევ მანამდე დაემშვიდობა "მეცხრე არხის" მაყურებელს, სანამ ტელევიზია დაიხურებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ არასოდეს დაუმალავს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიმართ და მის წინააღმდეგ ტელევიზიასა და პრესიდან ერთდროულად იბრძოდა. მთავრობის შეცვლის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ დარჩა ტელესივრცეში და შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა, ოღონდ პოლიტიკოსობას არ აპირებს, უფრო რთული მისია აიღო საკუთარ თავზე და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში პიარს ხელმძღვანელობს.

- შალვა, საუბარი "მეცხრე არხის" გარშემო მიმდინარე პროცესებით დავიწყოთ.

- ბიძინა ივანიშვილი არასოდეს მალავდა, რომ მისი, როგორც მთავრობის წევრისთვის, პრობლემა იყო, რომ მეუღლეს ჰქონდა ტელევიზია. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეიძლება ეს აღექვა, როგორც მის ხელთ არსებული მედიარესურსის გამოყენება ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს პრობლემა არჩევნების მოახლოების შემდეგ უფრო გამძაფრდა, რადგან იცით, რომ ამ პერიოდში მედია განსაკუთრებულად აქტიურია და დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ დროს რამდენად მიუკერძოებელი იქნება ტელევიზია. იქ შეიძლება ცალკეული ადამაიანები გამოხატავდნენ პოლიტიკურ პოზიციებს, ისე როგორც მე, მაგრამ როდესაც მთლიანად ტელევიზია ერთ-ერთი კანდიდატის პოლიტიკური ლიდერის მეუღლის კუთვნილებაა, ეს პრობლემაა. ბიძინა ივანიშვილში ერთმანეთს ებრძოდა იქ მომუშავე ადამიანებზე ზრუნვა და მიზანშეწონილობა. ზუსტად ვიცი, რომ ის ადამიანები პროფესიონალები არიან და სამსახურს აუცილებლად იშოვიან.

- პიარის კარგ სპეციალისტად გთვლიან და რამდენად სწორი იყო წინასაარჩევნოდ ამდენი ადამიანის განაწყენება?

- პირველი, არ მგონია, რომ ისინი განაწყენებულნი იყვნენ, თუმცა ადამიანურად შეშფოთებული არიან და წუხან. მეორეც, ეს არჩევნები არ ჰგავს წინა არჩევნებს. ადრე მიშა წინასაარჩევნოდ ტელევიზიებს ხსნიდა ან ითრევდა. ბიძინამ კი თავისი ტელევიზიის გაყიდვა გადაწყვიტა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შესაძლოა მყიდველი გამოუჩნდეს. მე მგონი, ეს პრემიერის მხრიდან მომგებიანი ნაბიჯია.

- ბოლო დროს პრობლემებია "მაესტროშიც". ეს ორი ფაქტი უცნაურად მიეწყო ერთმანეთს.

- "მაესტროში" პრობლემები დიდი ხანია არის. მათ ვერ მოახერხეს კომერციული ტელევიზიის გაკეთება და ვერ აეწყვნენ რეკლამაზე. რამდენიმე ფინანსურად წამგებიანი პროექტი განახორციელეს. გასართობი გადაცემები ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევდა "რუსთავი 2"-ის და "იმედის" შოუებს. ეს იყო დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის ფინანსური რისკი, რომელიც ვერ გათვალეს.

- გიორგი მარგველაშვილზე ვისაუბროთ. ზოგს სასაცილოდ არ ეყო, რომ თქვენ მის პიარსამსახურს ხელმძღვანელობთ, ზოგსაც - პირიქით.

- მე რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ზოგიერთი ადამიანის აზრზე ვღელავდე, ვერაფერს გავაკეთებდი ცხოვრებაში. საკმაოდ მდიდარი გამოცდილება მაქვს პოლიტიკურ პიარში. მეტწილად პოლიტიკურ ბრძოლებშიც ვიყავი ჩართული და ჩემთვის ეს არ არის ახალი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები