გორთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

გორთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

გორთან მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ავარია გუშინ საღამოს საათებში მოხდა. მათივე ინფომაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც "ოპელში" მსხდომი ხუთივე მგზავრი გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია