ყველაზე ძველი წიგნები

ყველაზე ძველი წიგნები

* * *

უძველეს "წიგნებს" შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია "გილგამეშის ეპოსი", რომელიც თიხის ფირფიტებზეა შესრულებული ჩვენს ერამდე 2 ათასი წლის წინ. ისტორიკოსთა კვლევების თანახმად, გილგამეში უძველეს ქალაქ ურუკის პირველი დინასტიის მესამე მეფე იყო. ნაწარმოების მიხედვით, დროთა განმავლობაში მეფემ ღვთიური ძალა შეიძინა და მზის ღვთაება უტუსის შთამომავალი გახდა.

* * *

"სატანის ბიბლია" - ეს არის ყველაზე დიდი და უცნაური ხელნაწერი წიგნი, რომელიც შუა საუკუნეებიდან შემორჩა. წიგნის ისტორია მართლაც საინტერესოა: სინამდვილეში ამ წიგნში სატანური არაფერია იმ მითის გარდა, რომლის მიხედვითაც ის შეიქმნა. მითი მოგვითხრობს, რომ მეცამეტე საუკუნის ბენედიქტელმა ბერმა, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, ეპისკოპოსს სთხოვა ეპატიებინა, სამაგიეროდ კი ის შექმნიდა წიგნს, რომელიც პატივს და დიდებას მოუტანდა მათ მონასტერს. ბერს წინამძღვარმა ერთი ღამე მისცა ამ დაპირების შესასრულებლად. ბერმა კი თავისი სული ეშმაკს მიჰყიდა სხეულის გადასარჩენად. ეშმაკს ბერმა სათანადო ადგილი მიუჩინა ამ წიგნში, გამოსახა რა იგი მთელ გვერდზე, მთელი თავისი სიდიადით. წიგნი მართლაც გრანდიოზულია - ის 75 კილოგრამს იწონის და დაწერილია ვირის 190 ტყავზე. რაც ყველაზე გასაოცარია, ეს წიგნი ერთი ადამიანის მიერ არის დაწერილი, მოხატული და გაფორმებული, რასაც წარმოუდგენლად დიდი ენერგია, დრო და შრომა დასჭირდებოდა.

* * *

ყველაზე ძველ და საინტერესო წიგნებს შორის უნდა დასახელდეს ბერძენი ასტროლოგის, პტოლემეს მიერ შექმნილი "გეოგრაფია", რომელიც ავტორმა ჩვენი წელთაღრიცხვით 80-150 წლებში შეადგინა. წიგნში თავმოყრილია მაშინდელი წარმოდგენები გეოგრაფიის, კარტოგრაფიისა და საერთოდ, სამყაროს შესახებ. რასაკვირველია, მასში ბევრი უზუსტობაა, მაგრამ იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი გეოგრაფიის სახელმძღვანელო ევროპაში. სამწუხაროდ, ბევრი რუკა ამ წიგნიდან დაიკარგა. სხვათა შორის, პტოლემეს ნაშრომი მე-15 საუკუნეშიც გამოიცა - იტალიაში. ბოლოს იგი ინახებოდა ბრიტანელ კოლექციონერ ლორდ ვარდინგტონთან და კინაღამ დაიწვა მის აგარაკზე გაჩენილი ხანძრის გამო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს