სენაკის რაიონში 25 სახლი დაიტბორა

სენაკის რაიონში 25 სახლი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ფაცამ სენაკის რაიონში 25 სახლი დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. ადგილობრივების განცხადებით, აუცილებლად ასაშენებელია მდინარესთან ჯებირები. ეს ჯებირები დაახლოებით ერთი თვის წინ წყალდიდობის დროს დაზიანდა და მას შემდეგ შეკეთება ვერ მოხერხდა. მოსახლეობა აღდგენითი სამუშაოების დროულად დაწყებას ითხოვს.

ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრალურმა მთავრობამ ფონდში თანხა უკვე ჩარიცხა და უახლოეს დღეებში პროექტზე მუშაობა დასრულდება და აღდგენითი სამუშოები დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია