ლალი მოროშკინას მანქანას ალვის ხე დაეცა

ლალი მოროშკინას მანქანას ალვის ხე დაეცა

ლალი მოროშკინას მანქანას შეკვეთილში ალვის ხე დაეცა. როგორც ”ამბები.გე”-ს მოროშკინამ განუცხადა, იგი თბილისიდან ქობულეთში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კონფერენციაზე მიდიოდა. შეკვეთილში მას უამინდობამ მოუსწრო. წვიმამ და ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. ერთ-ერთი ალვის ხე მოროშკინას ახლადშეძენილ მანქანას დაეცა. როგორც მოროშკინა ამბობს, ავტომობილი ბანკიდან აღებული კრედიტით აქვს შეძენილი.

მოროშკინას თქმით, შეკვეთილში გათიშულია ელექტროენერგიაც. ძლიერი ქარის, ჭექა-ქუხილისა და წვიმის შედეგად წაქცეულია ხეები. ჩაიხერგა გზები. იგეგმება დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციაც.

იხილეთ ფოტოგალერეა

გიორგი ბერიძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია