ალანა გაგლოევა შეყვარებულია

ალანა გაგლოევა შეყვარებულია

პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა ალანა გაგლოევამ თავისი პირადი ცხოვრების დეტალები პირველად "რეიტინგს" გაუმხილა. მართალია, წელიწადზე მეტია, რაც წყვილი ერთადაა, მაგრამ დაოჯახებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ალანამ კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა, ეტყობა, წყვილი ჯერჯერობით ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. გარდა პირადისა, ალანას სამსახურსა და მის შესახებ გავრცელებულ ჭორზეც ვესაუბრეთ.

- დიდი ხანია, შენი ინტერვიუ პრესის ფურცლებზე აღარ გამოჩენილა, ეს პაუზა რისი ბრალია?

- მიზეზი მარტივია, ყველას სჭირდება დასვენება, მეც და საზოგადოებასაც, თან არის ხოლმე მომენტი, როცა გინდა, შენთვის იყო, ესაა და ეს.

- რაც შეეხება შენს საქმიანობას, შეიცვალა რამე ამ მხრივ შენს ცხოვრებაში?

- არა, არაფერი. ისევ პრეზიდენტის პრესსამსახურში ვმუშაობ და მისი მრჩეველი ვარ პრესის დარგში. ძირითადად უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და უცხოური პრესის მონიტორინგი მევალება.

- არჩევნების შემდეგ ახალ პრეზიდენტთან გააგრძელებ ისევ ამ სამსახურში მუშაობას?

- გააჩნია შედეგებს.

- ეს ნიშნავს იმას, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა, დარჩები თანამდებობაზე?

- კი, დავრჩები და გავაგრძელებ გუნდთან ერთად მუშაობას.

- თუ ასე არ მოხდა, რას გააკეთებ მომავალში? ალბათ ნებისმიერი შემთხვევისთვის გაქვს გეგმები...

- ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ახლა დოქტორანტურაში ვსწავლობ, მაგისტრატურა ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის განხრით დავამთავრე, ახლა კი კონფლიქტოლოგიაზე შევაჩერე არჩევანი. სწავლას მომავალ წელს დავამთავრებ და ვნახოთ, მერე რა იქნება, სამსახურსაც ვიპოვი (იცინის).

- მთავრობის ცვლილების შემდეგ შეიცვალა შენთვის რამე სამსახურებრივი თვალსაზრისით?

- არა, იმავენაირად და იმავე შემართებით ვაგრძელებ მუშაობას.

- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ალანა გაგლოევასთვის...

- ჩვეულებრივი, დილით სამსახური, შემდეგ სპორტული დარბაზი... ჯანმრთელობისთვის დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ფორმაშიც ჩავდექი...

- ალბათ შენი სამსახური გარკვეულწილად დრესკოდს მოითხოვს...

- კი, ასეა, სპორტული სამოსით სამსახურში ვერ მიხვალ და ამ მხრივ უნდა დაიცვა დრესკოდი, თუმცა არის დღეები, როცა გვაქვს თავისუფლად ჩაცმის საშუალება და ეს პრობლემას არ ქმნის. ისე კი, თითქმის ყველა ჩვენს თანამშრომელს გააჩნია "ექსტრა" პიჯაკი, რომელიც სამსახურში ინახება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები