გოგა ხაინდრავა - კოტე კუბლაშვილი აუცილებლად დაისჯება

გოგა ხაინდრავა - კოტე კუბლაშვილი აუცილებლად დაისჯება

კოტე კუბლაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება თანამდებობიდან და ის აუცილებლად დაისჯება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისი თქმით, კუბლაშვილი არის სახელმწიფო დამნაშავე, სააკაშვილთან, ბოკერიასთან და სხვებთან ერთად.

"აუცილებელია, კოტე კუბლაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდეს და ეს აუცილებლად მოხდება. მეტსაც გეტყვით, რომ ის აუცილებლად დაისჯება, სააკაშვილთან, ბოკერიასთან, ლომაიასთან და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რადგან ისინი არიან იმ დანაშაულებრივი სისტემის ჩამომყალიბლებლები, რომელიც საქართველოში იყო. კუბლაშვილი არის სახელმწიფო დამნაშავე და მან იმ პირებთან ერთად, რომელიც ჩამოვთვალე, საქართველოს ხანჯალი ჩასცა გულში", - აღნიშნა ხაინდრავამ.

უზენაეს სასამართლოსთან აქცია "ობიექტივის" ორგანიზებით იმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, კოტე კუბლაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდეს.

"ინტერპრესნიუსი"