პალიტრა მედიის კონკურსი საუკეთესო კარიკატურაზე გრძელდება

პალიტრა მედიის კონკურსი საუკეთესო კარიკატურაზე გრძელდება

პალიტრა მედიის კონკურსი "საპრეზიდენტო არჩევნები", რომლის მიზანი აღნიშნულ თემაზე საუკეთესო კარიკატურის გამოვლენაა, კვლავ გრძელდება. საიტზე konkurs.ge უკვე ატვირთულია 11 კარიკატურა. გთხოვთ, კომენტარებში მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები საუკეთესო კარიკაურტასთან დაკავშირებით.

თუ თქვენ ხატავთ კარიკატურებს და შარჟებს, გამოაგზავნეთ ისინი ელექტრონულ ფოსტაზე info@konkurs.ge ; karikatura@palitra.ge ან ატვირთეთ საიტზე konkurs.ge და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს კონკურსში.

კონკურსის თემაა "საპრეზიდენტო არჩევნები".

საუკეთესო კარიკატურები გამოქვეყნდება გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან მედიასახლის რომელიმე სხვა გამოცემაში. გამოქვეყნებული კარიკატურების ავტორები მიიღებენ ჰონორარს, ხოლო საუკეთესო კარიკატურის ავტორი - ფულად პრემიას და სტაბილურ სამსახურს მედიასახლ პალიტრაში.

იხილეთ ატვირთული ნახატები

იხილეთ კონკურს.გე

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები