ჯეკ ნიკოლსონი კინოდან წავიდა

ჯეკ ნიკოლსონი კინოდან წავიდა

ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდა, 76 წლის ჯეკ ნიკოლსონი კინოდან წავიდა. ვარსკვლავმა კინოინდუსტრიის ბიზნესი ავადმყოფობის გამო დატოვა. ნიკოლსონს მეხსიერების პრობლემა აქვს და სცენარის დამახსოვრება აღარ შეუძლია. ვარსკვლავი წარსულსაც ვერ იხსენებს.

"მან ჰოლივუდი დატოვა, მაგრამ ჯერჯერობით საზოგადობრივი ცხოვრებიდან წასვლას არ აპირებს", - წერს დასავლური პრესა.

ნიკოლსომა ჰოლივუდში მოღვაწეობის ბრწყინვალე კარიერა 1950 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთი საინტერესო როლი შეასრულა. ჰოლივუდში ამბობენ, რომ მამაკაც მსახიობებს შორის 3 ბუმბერაზი ადამიანია: ნიკოლსონი, ალ პაჩინო და რობერტ დენირო. ერთხელ რეჟისორ ვუდი ალენს ჰკითხეს, რომელია მათ შორის საუკეთესოო, მან უპასუხა: "მათ შორის საუკეთესო ჯეკ ნიკოლსონია. ფილმი "ნათება" ჩინებული ნამუშევარია. ჯეკი არაჩვეულებრივი ადამიანი და ღირსეული მსახიობია - მის ნიჭთან ახლოს ვერავინ მივა".

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.