ერეკლე დეისაძე ლიტერატურამდე სექსმა მიიყვანა

ერეკლე დეისაძე ლიტერატურამდე სექსმა მიიყვანა

მისი ყველა ინტერვიუ სკანდალურად გულახდილია, მაგრამ საინტერესო. ერეკლე დეისაძესთან ბოლო წლების განმავლობაში ინტერვიუ ალბათ მეოთხედ ჩავწერე, მაგრამ ყოველთვის წარმატებით ახერხებს მოსაწყენ რესპონდენტად არ იქცეს. მისი ეპატაჟი მოსწონთ, ან ძალიან არ უყვართ. ამას ადრე ღიად გამოხატავდნენ, ახლა კი ინტერვიუს საიტზე გამოქვეყნების შემდეგ კომენტარებში ლანძღავენ. ვიცი, რომ ამაზე არ დარდობს. ისე ცხოვრობს, როგორც მოსწონს. ისეთი უწყინარი რუბრიკით, როგორიც ''წიგნის მოყვარულთა კლუბია'' და რომელიც ერთი კვირით, ანა კალანდაძის მოუცლელობის გამო ჩავიბარე, დარწმუნებული ვარ, ბევრ მკითხველს გააბრაზებს.

- ერეკლე, რა ასაკში დაიწყეთ მხატვრულ ლიტერატურასთან ურთიერთობა?

- მახსოვს, პირველად წიგნების თაროს რომ მივადექი, კარგად ილუსტრირებულმა წიგნმა მიმიზიდა, ეს იყო ''ცხოვრება იესო ქრისტესი'' , ტექსტი მინიმალური იყო, მთავარი აქცენტი ილუსტრაციაზე გადაეტანათ და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ამის შემდეგ დანარჩენი წიგნების ქექვა დავიწყე და მოულოდნელად ასევე კარგად ილუსტრირებულ ''კამა სუტრას'' წავაწყდი, რომელიც ვიღაცას წიგნების უკან საგულდაგულოდ დაემალა. თავიდან მეგონა ტანმოვარჯიშე აკრობატების შესახებ იყო წიგნი, მაგრამ მალევე მივხვდი, რაც ხდებოდა. მას შემდეგ ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი, დაუძლურებულ მოხუცებსაც კი, რადგან ყველა ერთდროულად იქცა ამ წიგნის ნაწილად. ''კამა სუტრას'' მოჰყვა ძმები გრიმების სამტომეული, რომელსაც დიდობაშიც არაერთხელ მივუბრუნდი, მერე იყო მარკ ტვენის სათავგადასავლო რომანები და მოთხრობები. პარალელურად პორნოგრაფიულ გაზეთებსაც ვკითხულობდი, რომელსაც ჩემი თანაკლასელი მამამისს ჰპარავდა, იმ პერიოდში ბევრი მსგავსი გაზეთი იყიდებოდა, ერთ-ერთს ''ძინ ძინი'' ერქვა. ფაქტობრივად, სექსმა მიმიყვანა ლიტერატურამდე. თუმცა ''უთავო მხედარი'' , ''შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი'' და ''განძთა კუნძული'' , რომლებიც საბავშვო ლიტერატურასთან ასოცირდება, დღემდე არ წამიკითხავს.

- როგორ გამოიყურებოდა თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა, სკოლის ბიბლიოთეკით თუ სარგებლობდით?

- საოჯახო ბიბლიოთეკამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, 10 წლის ასაკში ქართული პოეზიის 12-ტომეული წავიკითხე. ამას მოჰყვა აკაკი წერეთლის ორი პოემის დაზეპირება, არ ვიცი რაში მჭირდებოდა, ან ვინ მაძალებდა, მაგრამ ცოტა მეტიჩარა ბავშვი ვიყავი და სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა, როცა ამბობდნენ, აკაკის ორი პოემა ზეპირად იცისო. ასამდე კუპლეტი ახლაც მახსოვს, ვფიქრობ, ჩემი მუსიკალური გატაცება და რეჩიტატივების წერაც ამ ყველაფრის შედეგია. სკოლის ბიბლიოთეკით არასოდეს მისარგებლია. ქუთაისის ბიბლიოთეკით კი არაერთხელ, თავიდან გაწევრიანებული არ ვიყავი და პირადობის მოწმობას ვტოვებდი, სანაცვლოდ გამომქონდა წიგნები, რომლებიც ისე მომწონდა, დაბრუნება მენანებოდა, მაგრამ პირადობის მოწმობის დათმობაც არ გამოდიოდა. როცა გავწევრიანდი, მარკესის ''მარტოობის ასი წელიწადი'' და მაიაკოვსკის ორი ტომი გამოვიტანე, დღემდე არც ერთი არ დამიბრუნებია, მას შემდეგ იქ აღარ მიმესვლება. რა დასამალია და, ბავშვობაში სოფლის ბიბლიოთეკა გავძარცვე და ორი ტომარა წიგნები მოვიპარე, რა თქმა უნდა, ნახევარზე მეტი ნაგავი იყო, მაგრამ ბევრი კარგი წიგნი შემრჩა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს