"აი სი ჯგუფმა" ახალი ონლაინ სამოგზაურო დაზღვევის პირველი მომხმარებელი დაასაჩუქრა. თინათინ ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში გაიგო სიახლის შესახებ, გადაწყვიტა www.ictravel.ge პორტალით ესარგებლა და სამოგზაურო დაზღვევა შეეძინა მომავალი ტურისთვის - იტალიაში.
"აი სი ჯგუფთან" ადრეც მქონია შეხება და გამიხარდა, რომ ახალი სერვისის პირველი მომხმარებელი გავხდი. ონლაინ დაზღვევის შესახებ სოციალურ ქსელში გავიგე. მალე იტალიაში დასასვენებლად მივემგზავრები და თვითმფრინავის ბილეთების ჯავშანთან ერთად "აი სი ჯგუფის" ახალი ონლაინ სამოგზაურო დაზღვევაც შევიძინე. ვებ-გვერდის საშუალებით განაცხადი მარტივად შევავსე და კურიერმა ჩემი სადაზღვევო პაკეტი სამსახურში მომიტანა. მართალი გითხრათ, სერვისი ძალიან კომფორტულია," - განაცხადა თინათინ ჭინჭარაულმა.
"აი სი ჯგუფმა" ახალი სერვისის პირველ მომხმარებელს სადაზღვევო პოლისთან ერთად საჩუქრად "აი სი ჯგუფის" 1 წლიანი ფასდაკლების ბარათი გადასცა.
შეგახსენებთ, სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფმა" სექტემბრიდან მომხმარებელს საშუალება მისცა, სამოგზაურო დაზღვევა სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს. პოლისის მისაღებად მყიდველი სპეციალურ ვებ-გვერდზე www.ictravel.ge რამდენიმე საფეხურს გადის, რის შემდეგაც "აისი ჯგუფის" კურიერი პოლისს მისთვის სასურველ ადგილზე მიაწვდის. პროექტის საშუალებით მომხმარებელი დროსა და დამატებით ხარჯებს დაზოგავს.
R