საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია "ბეკო" ქსელის გაფართოებას განაგრძობს. მენეჯმენტის ცნობით, ახალი ფილიალი უახლოეს მომავალში თბილისში ამოქმედდება, ხოლო გურჯაანში არსებული ფილიალის მოდერნიზება მოხდება, რაც ობიექტის გაფართოებას გულისხმობს.
გარდა ამისა, "ბეკოს" ქსელში აქციები სექტემბერშიც გრძელდება. ისევ ძალაშია თვის აქცია, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კომპლექტი სპეციალურ ფასად იყიდება. სულ ცოტა ხნის წინ კი "ბეკომ" აქცია ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე დაიწყო, რომლის ფარგლებში აღნიშნული პროდუქტი ქსელში 629-ლარიდან იქნება წარმოდგენილი.
"ბეკო" ქართულ ბაზარზე უკვე 54 ფილიალით ოპერირებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9