ნანა ლეჟავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადადის

ნანა ლეჟავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადადის

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ახალი სეზონიდან მუშაობას ჟურნალისტები - ეკა ბერიძე და ნანა ლეჟავა იწყებენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად "ამბები.გე" ტელეკომპანიის საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, თიკო ბერძენიშვილს დაუკავშირდა. ბერძენიშვილის თქმით, ეკა ბერიძესთან ამ თემაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ხოლო ნანა ლეჟავას საკითხი მოლაპარაკების დონეზე განიხილება.

ტელეკომპანიის საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ახალი სეზონიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე მართლაც ბევრი ახალი და საინტერესო პროექტი იწყება, მათ შორის პოლიტიკური თოქ-შოუ, გასართობი და შემეცნებითი გადაცემები.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები