ყველაზე ორიგინალური ბიბლიოთეკები

ყველაზე ორიგინალური ბიბლიოთეკები

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული წიგნები მომრავლდა, ადამიანები კვლავ ბიბლიოთეკებს ერთგულობენ. მათთვის ახალ-ახალი ბიბლიოთეკები შენდება და ზოგიერთი მათგანი არქიტექტურული შედევრიც ხდება.

გთავაზობთ 7 ყველაზე ორიგინალურ ბიბლიოთეკას.

1. წიგნების თარო კანზასში

კანზასის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის პოვნა ძალიან ადვილია. მისი ამოცნობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ბიბლიოთეკა ქალაქის ცენტრალურ უბანშია განთავსებული. შენობის ფასადის დიზაინი, პირდაპირ გამოხატავს შენობის არსს. ეს გიგანტური თაროა, რომელზეც ის წიგნებია განთავსებული, რომლებიც ყველაზე მეტადაა დაკავშირბეული კანზასთან.

2. ბიბლიო-კურორტი

ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ დასვენების დროს ეძლევა საშუალება წიგნი წაიკითხოს, თუმცა მოგზაურობის დროს, სასურველი წიგნების თან წაღება საკმაოდ რთული პროცესია, ისინი შეიძლება დაზიანდნენ და ამასთან ბარგსაც ამძიმებენ. ამიტომ ტაილანდში ისეთი დასასვენებელი კომპლექსი შექმნეს, რომელიც ბიბლიოთეკის ფუნქციებსაც ითავსებს. დამსვენებლებს შეუძლიათ აუზთან, შეზლონგზე წამოწვნენ და წიგნის კითხვით შეიქციონ თავი, დროგამოშვებით კი საცურაოდ ან წიგნის შესაცვლელად წამოდგნენ.

3. ნიჟარა-ბიბლიოთეკა

ყაზახეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა  ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, თუმცა ის უკვე მოხვდა ყველაზე ორიგინალურ ბიბლიოთეკათა სიაში. ბიბლიოთეკა ასტანაში შენდება და მას ნიჟარის ფორმა აქვს. ასეთი დიზაინი არქიტექტორებმა სპეციალურად აირჩიეს. შენობა მთლიანად შუშის იქნება, შესაბამისად, მას მზე უფრო დიდხანს გაანათებს.

4. ბიბლიოთეკა მეტროში

მსოფლიოს მეგაპოლისების მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრების ძალიან ნაწილს მიწის ქვეშ, ანუ მეტროში ატარებს. ამ დროის ყველაზე საინტერესოდ გასაყვანად საუკეთესო ვარიანტი წიგნების კითხვაა. სწორედ ამიტომ არსებობს ნიუ-იოკრში 50th street-ის სადგურზე ბიბლიოთეკა, სადაც ნებისმიერ მგზავრს შეუძლია წიგნი ითხოვოს და მგზავრობის დროს კითხვით შეიქციოს თავი.

5. დაუსრულებელი ბიბლიოთეკა

სტოკჰოლმის საჯარო ბიბლიოთეკა, რომლის პროექტზე არქიტექტორ-დიზაინერი ოლივიე ჩარლზი მუშაობდა, ადამიანს წიგნების დაუსრულებელ თაროებს აგონებს. თაროები შენობის კედლის მთელს სიმაღლეზეა დამაგრებული. მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული და იმისთვის, რომ დაუსრულებლობის ეფექტი კიდევ უფრო გაიზარდოს, თაროიანი კედლების წინ სარკეების დამაგრება იგეგმება.

6. ბიბლიოთეკა ჯუნგლებში

თანამედროვე ბიბლიოთეკები არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, არამედ ჯუნგლებშიც შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ერთი ასეთი ბიბლიოთეკა კოლუმბიაში, ქალაქ მედელინთან ახლოს მდებარე ჯუნგლებში არსებობს. ის მაღალ მთაზე მდებარეობს და დიზაინით ძველი ცივილიზაციისგან დარჩენილ, მიტოვებულ ქალაქს ჰგავს.

7. წიგნების მთა

ნიდერლანდებში, ქალაქ Spijkenissse-ში უცნაურ ბიბლიოთეკას აშენებენ. მას ”წიგნების მთა” ეწოდება. ასეთი სახელი შენობას თავისი ორიგინალური ინტერიერისა და ექსტერიერის გამო ეწოდა. პროექტი კომპანია MVRDV-მა შეიმუშავა. შენობა 10 000 კვ.კმ-ზე განთავსდება და მისი ფასადი მთას დაემსგავსება. ჩანაფიქრის თანახმად, ბიბლიოთეკა მთლიანად შუშის იქნება და შიგნით განთავსებულ თაროებს ყველა გამვლელი დაინახავს. 

მომზადებულია dezeen.com-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს