ლინდსი ლოჰანმა ბერძნული სტილი მოირგო

ლინდსი ლოჰანმა ბერძნული სტილი მოირგო

მსახიობი ლინდსი ლოჰანი, რომელმაც სარეაბილიტაციო კურსი ცოტა ხნის წინ დაასრულა, ქუჩაში ბერძნულ სტილში გამოწყობილი გამოჩნდა.  

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი კლინიკაში კვლავ მკურნალობს, ის საცხოვრებლად საკუთარ სახლში გადავიდა. პაპარაცებმა ლოჰანი ქუჩაში გადაიღეს. მსახიობს გამჭვირვალე შავი კაბა ეცვა, მისი თმის ვარცხნილობა და აქსესუარები კი  ბერძნულ მოტივებზე მიანიშნებდა.

შეგახსენებთ, ლინდსიმ 90 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. კურსის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ცნობილმა ტელეწამყვანმა, ოპრა უინფრიმ საკუთარ სახლში ცხოვრება შესთავაზა.

მომზადებულია paparazzi.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო