„პრეზიდენტმა სახელმწიფოს მართვა იცოდეს , პოეზიის ცოდნას არ ვთხოვ“

„პრეზიდენტმა სახელმწიფოს მართვა იცოდეს , პოეზიის ცოდნას არ ვთხოვ“

„ახალი ცხოვრების ჩვევები გამომიმუშავდა, ახლებური ცხოვრება ვისწავლე, ცხოვრება ვახუშტის გარეშე. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ განსაცდელი თავად გიჩვენებს გზას, გამოსავლის ძიებას გასწავლის. მეც ასე დამემართა, ჩემმა საყვარელმა საქმემ მომცა ცხოვრების გაგრძელების ძალა. ახლა მთლიანად მხატვრობაზე ვარ გადართული. პარალელურად, სხვა რაღაცებსაც ვითავსებ, ფილოლოგიითაც ვიყავი გატაცებული, ვწერდი, ახლახან მოთხრობას გავუკეთე რედაქტირება, ეს ჩემი მეორე წიგნია, თუმცა ჩემი მთავარი საქმე მაინც მხატვრობაა. აქ ჩემს განწყობას გამოვხატავ“ , - ამბობს მზეო გოგოჭური, რომელიც, როგორ თავად ამბობს, ხელოვნებაში ეძებს სიმშვიდეს...

„ვახუშტი ამას არ იმსახურებდა“

- ყოველდღიური ცხოვრება აქტიურობასა და წვრილმანი პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ცხოვრება ადამიანს აძლიერებს. არ მიყვარს, როდესაც ადამიანი გასაცოდავდება. უნიათობა სიბრალულს კი არა, სიბრაზეს უფრო იწვევს ჩემში. თუ ცოცხალი ხარ, არ უნდა დანებდე, ყველანაირ განსაცდელს უნდა გაუძლო. მეც ვცდილობ, ჩემს მოვალეობას არ გავექცე, რომელიც დამეკისრა.

- ვიცი, რომ პოეზიასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში...

- დიახ, ბავშვობიდან მიყვარს პოეზია. ახლაც ლექსებით ვიმშვიდებ თავს და მუდმივად ვადევნებ თვალყურს იმ სიახლეებს, რაც ამ სფეროში ხდება... პოეზიის საღამოებსაც ვესწრები. რაც უნდა ცოტა დრო მქონდეს, საქმეს გადავდებ და ჩქარი ნაბიჯით წავალ. ახლა ბევრი იწერება, რაღაცები კარგია, რაღაცები ძალიან კარგია და რაღაცები უბრალოდ იწერება. ზოგს უბრალოდ „ხოცვა ნადირთა მცირეთა“ შეუძლია, როგორც ვახუშტი იტყოდა, მაგას „არ ვჭამ“ ... ძალიან მომწონს გიორგი არაბული. მისი ლექსები ზეპირად ვიცი. ამ ახალგაზრდა ბიჭს ძალიან ღრმად აქვს დანახული ცხოვრება, პოეზიის თემატიკა. ზოგჯერ რაღაც საკითხს ისე ხედავს, როგორც დაბრძენებული, გამოცდილი ადამიანი. მთელი ფილოსოფია აქვს ჩაქსოვილი, გაოცებული ვკითხულობ ხოლმე... მე და ჩემი მეგობარი ლალი მახარაშვილი ხშირად ვსაუბრობთ მასზე. ამას წინათ მისი წიგნი მომიტანა ლალიმ. სამზარეულოში მიდევს, ყოველდღე ვკითხულობ და ახალ-ახალს ვპოულობ. ძალიან მინდა ასეთი მუხტი შეინარჩუნოს, მე მისი თაყვანისმცემელი ვარ... საქართველო მართლაც პოეტებისა და სახელოვანი ადამიანების ქვეყანაა და მიხარია, რომ ასეთი ხალასი ნიჭი მოდის. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ამით ვცხოვრობ.

- 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის გამო ვახუშტი კოტეტიშვილი ისეთი პატივით ვერ დაკრძალეს, როგორსაც იმსახურებდა... გული არ გწყდებათ ამაზე?

- დიახ, იმ უთანასწორო ომმა მართლაც დაჩრდილა ვახუშტის სიკვდილი. ძალიან მწყდება გული, მაგრამ ესეც მისი მძიმე ბედი იყო, არადა, ძალიან მძიმეა ასეთი ხვედრი იმ ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრება თავის ხალხსა და ქვეყანას მიუძღვნა. მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, რადგან მაშინ ასზე მეტი ქართველი მეომარი და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ახლაც მრცხვენია იმაზე ლაპარაკი, ვახუშტის სათანადო პატივი რატომ არ მიაგეთ-მეთქი. რუსული ჯარი თბილისში შემოსვლას ლამობდა და რა დროს ამაზე ლაპარაკი იყო... სანამ დაკრძალავდნენ, წინა ღამეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში უნდა შემოსულიყო რუსების ჯარი. მაშინ ვახუშტი ქაშუეთის ეკლესიაში ესვენა და მღვდელმა კარი დაგვაკეტინა, შეიძლება აქაც შემოვიდნენო... მაშინ ვთქვი, სახლში წავასვენოთ ცხედარი და ეზოში დავკრძალოთ, აქ მაინც მეყოლება და მის საფლავს მაინც მივხედავ-მეთქი. ეს სიტყვები ემოციურობაში ჩამომართვეს, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობდი...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს