"ტექნო ბუმი" მიქსერებს 19 ლარად გაყიდის

"ტექნო ბუმი" მიქსერებს 19 ლარად გაყიდის

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია "ტექნო ბუმის" სენსაციური ფასების აქციას აგრძელებს. ამჯერად, მხოლოდ ერთი დღით მიქსერებზე განახევრებულ ფასებს აცხადებს.

"WAGNER"-ის ბრენდის მიქსერი სენსაციურ ფასად, მხოლოდ 19 ლარად გაიყიდება, ხოლო მიქსერი ჯამით 39 ლარი ეღირება. აქცია მხოლოდ 7 სექტემბერს მარაგის ამოწურვამდე გაგრძელდება, გაყიდვაში კი 1000 ცალია.

"კვირაში ერთხელ მომხმარებელს საშუალება ექნება სხვადასხვა სახის ყველაზე მოთხოვნადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა განახევრებულ ფასად შეიძინოს და მიიღოს მაქსიმუმი", - აცხადებენ "ტექნო ბუმში".

გარდა ამისა, მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანია მომხმარებელს კვლავაც ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკის შეძენიდან ერთი თვის ვადაში, სხვა მაღაზიათა ქსელში გამოცხადებული ფასდაკლების შემთხვევაშიც კი, აღმოჩენილ ფასის სხვაობას "ტექნო ბუმი" უკან დაგიბრუნებთ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ "ტექნო ბუმი" მომხმარებელს პროდუქციას ყოველთვის დიდი ფასდაკლებით სთავაზობს.

კომპანიის ინფორმაციით, პარალელურად ნებისმიერ ტექნიკაზე 6-დან 24 თვემდე 0%-იანი განვადება გრძელდება.

აქცია "ტექნო ბუმის" მაღაზიებში: თბილისში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში იმოქმედებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა