საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი ქალაქ ფოროსში

საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი ქალაქ ფოროსში

ამ ზაფხულს უკრაინის ქალაქ ფოროსში ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი, რომლიც პოლიტ-ეკონომიკური ხასიათის იყო და რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ექსპერტთა მაღალი წრეების წარმომადგენლებიც. ფორუმი ყოველწლიური ხასიათისაა და წელს, მრავალწლიანი პაუზისი შემდეგ ქართულმა დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა. სააგენტო გაესაუბრა დელეგაციის ერთ-ერთ წევს ოთარ ანგურიძეს.

1. რა ხდებოდა უკრაინაში და ვინ იყო საქართველოდან ამის ორგანიზატორი?

საქართელოდან ორგანიზება ახლგაზრდებს ორგანიზაცია "გროსმა" და მისმა ხელმძღვანელმა გელა ზავრაშვილმა გაუკეთეს. უკრაინაში, კერძოდ კი, ქალაქ ფოროსში იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტ-ეკონომიკური ფორუმი. მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც 5 ქვეყნის ახალგაზრდები იყვნენ წარმოდგენილნი მათ შორის ჩვენი მეზობელი რუსეთიდან და უკრაინიდანაც. მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ახალგაზრდების მონაწილეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან, ერთის მხრივ ახალგაზრდები ამყარებენ ურთიერთობას უცხოელ თანატოლებთან და მეორეს მხრივ, ეს იძლევა ძალიან დიდ გამოცდილებას, რაც სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს და ხელი შეუწყოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას.

2. როგორი იყო რუსების მხრიდან დამოკიდებულება ქართველების მიმართ და რა თემები იქნა განხილული?

შეიძლება გაგიკვირდეთ და საკაოდ კარგი და ინტერესიანი დამოკიდებულება მოდიოდა, როგორც რუსი ახალგაზრდებიდანაც, ასევე იმ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა წრიდანაც, რომლებიც ფორუმში, ახალგაზრდებთან დისკუსიაში იღებდნენ მონაწილეობას. განხილულ თემებს კი, რაც შეეხება ქვეყნებს შორის პოლიტ-ეკონომიკური ურთიერთობები იყო, სადაც ბუნებრივია ჩვენი მხრიდანაც მოხდა საკითხების წამოჭრა და დისკუსიაში აქტიური ჩართა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მსგავსი ტიპის ფორუმები საქართველოშიც ჩატარდეს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა თანატოლებმაც. ამ პროცესში კი საქართველოს ახალი მთავრობის დიდი იმედი გვაქვს.

3. რა გეგმები აქვს მომავალში ორგანიზაცია "გროსს"?

ორგანიზაცია "გროსი" სულ რაღაც რამოდენიმე თვეა რაც დაფუძნდა და ამ პროექტის გარდა გაკეთდა კახეთში, ქალაქ გურჯაანში რუსული ენის კურსები, სადაც ადგილობრივ ბავშვებს აქვთ საშუალება უფასოდ დაეუფლონ რუსულ ენას. მომავალში კი, იგეგმება, რომ ეს პროექტი გაფართოვდეს და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვას. გარდა ამისა, ძალიან ბევრი საინეტერესო პროექტის განხორციელების სურვილი არსებობს, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ახალგაზრდების აღზრდა განვითარებას, ასევე ურთიერთობების დალაგებას რუსეთსა და საქართველოს შორის.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი