IFC-ი ბანკ "რესპუბლიკას" 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 10 წლიან სესხს გამოუყოფს, რაც ხელს შეუწყობს ბანკს იპოთეკური დაკრედიტების პროგრამის გაფართოებაში. ეს ინვესტიცია საქართველოში მაღალხარისხიან საცხოვრებელ სახლებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და იპოთეკური ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
"ბანკი რესპუბლიკა", რომელიც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და დინამიური ბანკია, უკვე დიდი ხანია იპოთეკურ სესხებს სთავაზობს თავის კლიენტებს, ეს ახალი ხელშეკრულება IFC -თან, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩვენი პარტნიორია, საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს გავუადვილოთ უძრავი ქონების შეძენა და ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობებით ისარგებლონ",- განაცხადა ბანკ "რესპუბლიკის" გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა.
მაღალხარისხიანი საცხოვრებელი სახლების შეძენა განვითარებად ქვეყნებში ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. იპოთეკური სესხების პროგრამები ხელს უწყობს ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ დაფინანსება ხშირად შეზღუდულია. IFC მიზნად ისახავს განვითარებად ქვეყნებში უფრო ხელმისაწვდომი გახადოს გრძელვადიანი საფინანსო რესურსი.
"ეს გრძალვადიანი სესხი IFC -ის მიერ საქართველოს საბანკო სექტორის სისტემური მხარდაჭერის ნაწილია. პროექტი იპოთეკურ სესხებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის და ბევრი მსესხებლის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს", - აცხადებენ ბანკში.
საქართველო IFC -ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში 656 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 51 პროექტში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9