"ნიკორა" მოხარშულ-შებოლილი ძეხვეულის შეფუთვის დიზაინს ცვლის. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის 2 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლება მოქმედებს.
"ნიკორამ" მოხარშულ-შებოლილი კატეგორიის ძეხვეულის დიზაინი შეცვალა. ამიერიდან, მომხმარებლებს მათთვის საყვარელი პროდუქტის - "სალიამის", "სერველატის", "მოსკოვურისა" და "ვენურის" შეძენა კომპანიის ქსელსა და ქალაქის სხვა სავაჭრო ობიექტებში, ახალი შეფუთვითა და გრამაჟით შეეძლება. "ნიკორას" მოხარშულ-შებოლილი პროდუქციის ასორტიმენტშია, როგორც ასაწონი, ასევე 300 გრამიანი ბატონები.
რაც შეეხება აქციას, ფასდაკლება "სერველატსა" და "მოსკოვურზე" ვრცელდება. კილოგრამი პროდუქტის შეძენა "ნიკორას" ქსელში ახლა უკვე 14.00 ლარადაა შესაძლებელი (ძველი ფასი: 15.5 ლარი). ორივე პროდუქტის 300 გრ-იანი ბატონის ფასი კი 4.40 ლარით განისაზღვრა (ძველი ფასი: "სერველატი" (290 გრ) - 4.80 ლარი; "მოსკოვური" (330 გრ) - 5.40 ლარი).
"2013 წელი "ნიკორასთვის" საიუბილეოა. კომპანია 15 წლის ხდება. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებელი ახალ-ახალი აქციებითა და შეთავაზებებით განსაკუთრებით გავანებივროთ", - აცხადებენ "ნიკორაში".
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9