სკოლა - წიგნის კარადა: კრეატიული პროექტი ზუგდიდში

სკოლა - წიგნის კარადა: კრეატიული პროექტი ზუგდიდში

რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალური ქსელი მოიარა და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა ზუგდიდში აშენებული, ორიგინალური სკოლის დიზაინმა. მას წლის არქიტექტურაც კი უწოდეს... სკოლის შენობის გარე ფასადი, ერთი შეხედვით წიგნის კარადას მოგაგონებთ... სასწავლო დაწესებულების ასეთი დიზაინი საქართველოში აქამდე არ ყოფილა. როგორც ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორი ჯამბულ ნაჭყებია აცხადებს, მათ სკოლას სრული ანალოგი არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ აქვს... ახლადგახსნილი სკოლა გარედან წიგნებით სავსე თაროს ჰგავს. მსგავსი დიზაინის შენობა ამერიკაში, მისურის შტატში, არკანზასსში დგას და მასში ცენტრალური ბიბლიოთეკაა განთავსებული....

როგორ და ვის გაუჩნდა კრეატიული იდეა და ვის ეკუთვნის სკოლის შენობის ორიგინალური დიზაინი, ამის შესახებ სკოლის დირექტორი გვესაუბრა...

- ეს არის ყოფილი მე-7-ე სკოლის შენობა, რომელიც გაუქმებული და ფაქტობრივად, გაპარტახებული შენობა იყო. შემდეგ, ეს იდეა, შენობის ასეთი გარე ფასადის დაკვეთა ბიზნესმენ ჯიმშერ ღურწკაიას გაუჩნდა, რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს და აკადემიურ სფეროში მოღვაწეობს. ის წარმოშობით ზუგდიდელია... მის განხორციელებაზე ორი წელი ვმუშაობდით.

- კონკრეტულად ვინ განახორციელა ეს იდეა?

- დამკვეთმა მისი შესრულება უცხოელ მხატვარს, რუსეთის მოქალაქეს გარიკ სარგისიანს სთხოვა. რამდენადაც ვიცი, მსოფლიოში ასეთი სკოლის შენობის ანალოგი არ არსებობს. თუმცა, არკანზასის ბიბლიოთეკა, რომელსაც ჩვენი სკოლა ბევრმა მიამსგავსა, არის თაროზე ერთმანეთზე მიჯრით დალაგებული წიგნების ფორმის, ჩვენი დიზაინი კი, განსხვავებულია - წიგნები სხვადასხვანაირად "დევს" და კონსტრუქციული ელემენტებიც განსხვავებულია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს