დავით მაღრაძე: "სიმართლე გითხრათ, სააკაშვილი უკვე გულწრფელად მეცოდება"

დავით მაღრაძე: "სიმართლე გითხრათ, სააკაშვილი უკვე გულწრფელად მეცოდება"

ბიძინა ივანიშვილის "გამოსამშვიდობებელმა" წერილმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, სწორედ პრემიერის წასვლის შესახებ საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ პოეტ დათო მაღრაძესთან.

- ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი დიდ როლს ასრულებდა კოალიციისათვის და მისი წასვლა პოლიტიკური ავანსცენიდან, ხომ არ გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს?

-პრობლემებში თუ კოჰაბიტაციას ვგულისხმობთ, ამას უპირველეს ყოვლისა აფერხებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მეცოცხეები და ჯალათები, რომლებსაც უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესი დაარქვან თავიანთ მეცოცხეობას.

- მინდა გკითხოთ ჭელაში მომხდარ ინციდენტზეც. ხომ არ შეუწყობს ეს ხელს რელიგიური კონფლიქტის გაღვივებას?

- იცით რა, აჯობებს, ტენდენციები გამოკვეთილი იყოს. ამ ქვეყანას საქართველო რომ ქვია ეს სათაკილო განცდებს არ უნდა იწვევდეს. ყველა აღმსარებლობას აქვს თანასწორი უფლება და ეს ერთმნიშვნელოვანია, უბრალოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ნაციის მიმართულება, სულისკვეთება, ზნეობრივი სამყარო მეტად უნდა გამოიკვეთოს და ეს არ ჩანს. მულტიკულტურულ სივრცეში ქართული კულტურა არ უნდა დაიკარგოს. როცა მულტიკულტურას გამოდევნებულს შენი საკუთარი კულტურა გეკარგება და გეჩაგრება, ეს მარაზმია. ამ ყველაფერს ხალხის გარკვეული ჯგუფი ხელს უწყობს, ზოგს აწყობს ეს ყველაფერი, ზოგს უნდა, ახალი ხელისუფლების მიმართ გაჩნდეს ყველა ის შეკითხვა, რაზეც თავის დროზე თვითონ უნდა გაეცათ პასუხი, უნდათ ყველა უბედურება ახალ ხელისუფლებას გადააბრალონ.

- საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან ბევრი კანდიდატი დაფიქსირდა. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ამდენი კანდიდატი, ცოტა ირონიული ხომ არაა?

- სიმართლე გითხრათ, არასოდეს დავინტერესებულვარ კანდიდატების რაოდენობით, თუმცა კანდიდატების სიმრავლე პერიფერიულობის განცდას ნამდვილად იწვევს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს