დემი მური ყოფილი საყვარლის მამას ხვდება

დემი მური ყოფილი საყვარლის მამას ხვდება

მსახიობი დემი მური, როგორც იქნა, თავისზე უფროს მამაკაცს ხვდება. ის ფაქტი, რომ იგი მისი ყოფილი საყვარლის მამაა, ისტორიას კიდევ უფრო პიკანტურს ხდის.

მაისში 50 წლის მური 31 წლის რესტორატორ ჰარი მორტონს ხვდებოდა. ნახევარწლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა მეგობრებად დარჩენა გადაწყვიტა. ამჟამად კი მსახიობმა რომანი ჰარის მამასთან -  66 წლის მილიარდერ პიტერ მორტონთან გააბა.

ანონიმური წყაროები ირწმუნებიან, რომ ჰარის ახალი ამბავი ახარებს და მშობელსა და ყოფილ საყვარელს ბედნიერებას უსურვებს.

"დემი თვლის, რომ პიტერის წყალობით ახალგაზდა ბიჭებით გატაცება გაუვლის. მორტონი 66 წლისაა და მური მისით მოხიბლულია",- წერს დასავლური პრესა.

მომზადებულია ContactMusic-ის მიხედვით.