ჯოან როულინგის წიგნის მიხედვით კიდევ ერთ ფილმს გადაიღებენ

ჯოან როულინგის წიგნის მიხედვით კიდევ ერთ ფილმს გადაიღებენ

ცნობილი ბრიტანელი მწერლის,  ჯოან როულინგის წიგნის მიხედვით კიდევ ერთ ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ mirror.co.uk იუწყება. მწერალმა "ვორნერ ბრაზერსთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ცნობილი გახდა, რომ მწერალი აპირებს სცენარისტის აპლუაშიც მოსინჯოს ძალები. სიუჟეტს საფუძვლად დაედება ნიუტ სკამანდერის თავგადასავალი. ფილმს მისი რომანის "ფანტასტიური მხეცები და მათი სამყოფელის"  (Fantastic Beasts and Where to Find Them) მიხედვით გადაიღებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკრანიზაცია უშუალოდ ჰარი პოტერთან არ იქნება დაკავშირებული. აი რას ამბობს თავად ავტორი ახალი პროექტის შესახებ: "რა თქმა უნდა, ეს იქნება ზღაპრული სამყარო, რომელიც ცნობილია "პოტერიანის" თაყვანისმცემლებისთვის. თუმცა, ახალ პროექტში მოვლენები  ნიუ-იორკში, ჰარი პოტერის გამოჩენამდე 70 წლით ადრე ვითარდება".

როულინგის ეს წიგნი 2001 წელს გამოიცა. მისი სახელი ასევე ფიგურირებს ახალგაზრდა პოტერის გამოგონილ სამყაროში, ეს წიგნი მისი ერთ-ერთი სახელმძღვანელო იყო.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს