"ნაციონალების" აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

"ნაციონალების" აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საყუნეთის მკვიდრი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი 38 წლის ირმა გელაშვილი სოფელში დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო კანდიდატად წარსადგენად ხელმოწერებს აგროვებდა. ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც დაზარალებული ამბობს, ინციდენტის დროს ყურიდან სისხლი წამოუვიდა, ახლა კი სითხე სდის. საქმეს ახალციხის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით იძიებს.

"ბესო ქუქჩიშვილი შემოვარდა ეზოში და მიყვირა, მაჩვენე რა ფურცლებს დაატარებო. ვუთხარი, შენ ვინ გეკთხება, შენ ხომ არაფერს გაძალებ და ნუ კადრულობ უკადრებელს მეთქი. შემდეგ დაიწყო, იქ მოხვედი და მაგიდა აგვიშალეო და ისეთი შემომარტყა სახეში, თვალებში დამიბნელდა. ეს ამბავი "ფეისბუქზე" დავწერე, მივწერე დავით ბაქრაძესაც. ამიტომ მოჰყვა რეაგირება და მომხდარით სამართალდამცავები დაინტერესდენენ", - ამბობს ირმა გელაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა