ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება თითოეული მოსწავლისთვის საეტაპო პერიოდია. მოზარდები ცდილობენ, ზაფხულის განმავლობაში მივიწყებულ რეჟიმს მოერგონ. ამ პროცესში მოსწავლეებს მნიშვნელოვნად ეხმარება "საშინაო სკოლა" - სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც ერთი წლის წინ კომპანია "სილქნეტმა" დანერგა.
SILK TV-ის მენიუში ჩატვირთული სალექციო ხასიათის ვიდეოგაკვეთილები მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღებასა და შიდასასკოლო გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. SILK TV-ის საგანმანათლებლო პროექტი "საშინაო სკოლა" ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა-ქიმიის სრულ სასკოლო პროგრამას მოიცავს.
ცოდნის მიღება ტელეეკრანიდან ხდება და მოზარდს მისთვის მისაღებ დროს შეუძლია გადაიმეოროს გაკვეთილი, გადაახვიოს და რამდენჯერმე მოისმინოს სასურველი თემა. მაღალი ქულის მისაღებად მოემზადოს ყველა საგანში ამ ალტერნატიული მეთოდით.
მოზარდები დღეს იმდენად მიჩვეულნი არიან ვირტუალურ სივრცეს, სასურველ დროს ინფორმაციის მიღებას, რომ "სილქნეტის" მიერ დანერგილი მეთოდი კომფორტს უქმნის სასკოლო საგნების ათვისებაში. ამავე დროს, კომფორტულად გრძნობს თავს ოჯახიც, რომელსაც SILK TV-ის სერვისი აქვს ჩართული და უფასოდ, რეპეტიტორის გარეშე ეხმარება ბავშვს ცოდნის მიღებაში. დღეს "საშინაო სკოლის" სასწავლო კურსით სარგებლობის შესაძლებლობა SilkTV-ის 90 ათასზე მეტ მომხმარებელს აქვს თბილისსა და რეგიონებში.
თორმეტივე კლასის სასკოლო ვიდეო გაკვეთილების მომზადებაში ჩართულები იყვნენ დამსახურებული, კვალიფიციური პედაგოგები. ისტორიის კურსი ზაზა აბაშიძეს მიყავს, რომელიც დოცენტი და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია. ქართულ ენასა და ლიტერატურას ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გია მურღულია კითხულობს, ხოლო მათემატიკის საგანს - სასკოლო სახელმძღვანელოს შემქმნელები - ია მებონია და ლამარა ქურჩიშვილი. მნიშვნელოვანია, რომ "საშინაო სკოლის" პროექტში ჩართულმა პედაგოგებმა, სულ ახლახანს, სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და საუკეთესო შედეგები აჩვენეს. პროგრამის მომზადებაში 50-მდე კვალიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი ეროვნულ-საგანმანათლებლო სტანდარტებით მოქმედებდა.
სასწავლო წლის დაწყებისთანავე "საშინაო სკოლას" ახალი საგანი - ინგლისური ენის კურსი დაემატება, 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით.
კომპანია "სილქნეტი" ულოცავს სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, უსურვებს წარმატებებს და მაღალ ქულებს.
R