ნიკა გრიგოლია ''რუსთავი 2'' -ზე ახალ გადაცემას იწყებს

ნიკა გრიგოლია ''რუსთავი 2'' -ზე ახალ გადაცემას იწყებს

იუმორისტი ნიკა გრიგოლია უკვე რამდენიმე თვეა, ეკრანიდან გაუჩინარდა. მიზეზი ძველ გუნდთან კონფლიქტი გახდა. მაშინ ამ თემაზე ბევრი დაიწერა და ამიტომ მიზეზების მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ. მიუხედავად იმისა, რომ ''კომედი ჯგუფს'' დაემშვიდობა, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, კონკურენტ არხზე არ გადაუნაცვლია. როგორც ჩანს, ''რუსთავი 2'' -ს ვერ ელევა და ამაში დავრწმუნდით, როდესაც ნიკას მის შესახებ გავრცელებული მორიგი ჭორის გადასამოწმებლად დავურეკეთ.

- ნიკა, გავიგეთ, რომ ახალი სეზონიდან ''რუსთავი 2'' -ზე ახალი გადაცემით ბრუნდები...

- ჯერჯერობით რაღაცები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ არ ვაკონკრეტებ, მერე რომ არ გამოვიდეს?!. ''რუსთავი 2'' -ის ახალ სეზონზე პროექტისთვის ვემზადები, თუმცა რა ფორმით გავალთ ეთერში, ამას ვერ გეტყვით.

- დამოუკიდებლად გააკეთებ გადაცემას, თუ ისევ ძველ გუნდს დაუბრუნდები?

- თუ გაინტერესებთ, ძველ ''კამანდასთან'' ერთად არ ვიქნები. ეს იქნება გასართობი გადაცემა.

- სხვა არხზე შენი გადასვლის ჭორი არ გამართლდა.

- მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა არხებიდან მირეკავენ და რაღაცებს მთავაზობენ. გუშინაც დამირეკეს კონკრეტული იდეით. ''ჯიდიესიდანაც'' მეგობრები შემეხმიანნენ. გეცოდინებათ, რომ იქ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ''რუსთავი 2'' -დან მოშორება არ მინდა, ვფიქრობ, რომ მე და ის ისევ ვიმეგობრებთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები