"რუსთავი 2"-სა და "იმედში" გამნაღმველები მუშაობენ

"რუსთავი 2"-სა და "იმედში" გამნაღმველები მუშაობენ

"რუსთავი 2"-სა და "იმედში" გამნაღმველები მუშაობენ.  ტელეკომპანიებში ბომბის არსებობის შესახებ მორიგი შეტყობინება 112-ში ცოტა ხნის წინ შევიდა. ორივე ტელეკომპანიიდან თანამშრომლები ევაკუირებული არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, ტელეკომპანიის ეზოდან გაჰყავთ ავტომანქანებიც. ტელეკომპანიის პერიმეტრზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. "რუსთავი 2"-ში გამნაღმველთა სამი ეკიპაჟი მუშაობს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 112-ში ზარი გუშინ საღამოსაც შევიდა. "იმედში" კი განგაში დღის განმავლობაში უკვე მეორედ გამოცხადდა.

შსს-ს ინფორმაციით, აქამდე თითქმის ყველა შემთხვევაში ცრუ შეტყობინებების ავტორები არასრულწლოვნები იყვნენ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები