"საქართველოს ბანკმა" Express სერვის-ცენტრების ქსელი გააფართოვა და კიდევ ერთი ახალი Express სერვის-ცენტრი გახსნა. ახალი Express-ი ქალაქ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე N16-ში მდებარეობს.
"საქართველოს ბანკის" Express სერვის-ცენტრში, რუსთავისა და არა მხოლოდ რუსთავის მოსახლეობას შეუძლია ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვის-ცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვის-ცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 9.00 საათიდან 21.00 საათამდე და შაბათ-კვირას 10.00 საათიდან 18.00 საათამდე.
ამ დროისთვის, "საქართველოს ბანკის" უკვე 40 Express სერვის-ცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვის-ცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9