"მაესტროში” ბომბის არსებობის შესახებ განხორციელებული ზარის ავტორი არასრულწლოვანია

"მაესტროში” ბომბის არსებობის შესახებ განხორციელებული ზარის ავტორი არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტროში”  ბომბის არსებობის შესახებ განხორციელებული ზარის ავტორი არასრულწლოვანია.

როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია "მაესტროში" შს სამინისტროს გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელეკომპანიის შენობაში არ აღმოჩნდა.

ტელეკომპანია "მაესტრო"-ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში დღეს 14:00 საათზე შევიდა.

ამ დროისათვის დადგენილია, რომ ზარი ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ არასრულწლოვანმა განახორციელა.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ- ის 331-ე მუხლის 1- ლი ნაწილით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები