დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავენ

დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შუების წამყვანები დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძეს განცხადებით მიმართავენ. წამყვანები სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე მათი დასწრების უზრუნველყოფას და არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას ითხოვენ.

მიმართვა დავით პაიჭაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა: "ბატონო ემზარ, მოგმართავთ, რათა სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე, პარასკევს, 20 სექტემბერს, უზრუნველყოთ ჩვენი დასწრება და შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, თამაზ ტყემალაძესთან. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია შემდეგი მიზეზით: ჩვენს გადაცემებთან ("აქცენტები" და "დიალოგი დავით პაიჭაძესთან") დაკავშირებული გაურკვევლობა რამდენიმე კვირაა გრძელდება. მაუწყებლის ხელმძღვანელობა პერიოდულად, სხვადასხვა მედიასაშუალებასთან საუბრისას ავრცელებს ინფორმაციას ხსენებული ორი გადაცემის შესახებ და ამავე დროს არ გვხვდება გადაცემის ავტორებს სამომავლო განზრახვებზე, შეთავაზებებსა თუ გადაწყვეტილებებზე სალაპარაკოდ. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე მიუკერძებლად ვერ შეძლებენ გადაცემათა წაყვანას და ამ მიდგომას საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას ჩვენი გადაცემების დახურვის შესახებ. გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ჩვენს შეხვედრას, რათა საჯაროდ წარმოჩინდეს ის არგუმენტები და შეკითხვები, რაც ჩვენ გვაქვს ბატონ ტყემალაძესთან", - აღნიშნავენ წამყვანები.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხვალ 15:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებელის შენობაში ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები