აგროსესხების პროექტს "ბანკი რესპუბლიკაც" შეუერთდა

აგროსესხების პროექტს "ბანკი რესპუბლიკაც" შეუერთდა

აგროსესხების პროექტს "ბანკი რესპუბლიკაც" შეუერთდა. "ბანკ რესპუბლიკის" კომერციული დირექტორის, რამაზ კუკულაძის განცხადებით, პროექტის მეხუთე კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხები წლევანდელი რთველის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს კი შესაძლებლობა ექნებათ, ყურძნის შესაძენად საჭირო საბრუნავი საშუალებები შეღავათიანი პირობებით მიიღონ.

"როგორც ყოველთვის, ბანკი "რესპუბლიკა" თავის კლიენტებს საქმიანობის წარმატებით გაგრძელებაში უწყობს ხელს. მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია და "ბანკი რესპუბლიკა" როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, განაგრძობს მის შემდგომ განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანას. ჩვენს არსებულ და პოტენციურ კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ამ ინიციატივით და აიღონ შეღავათიანი კრედიტი, რაც სეზონის წარმატებით დასრულებისა და სამომავლო სტაბილურობის გარანტიაა", - აცხადებს კუკულაძე.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ყველა ფილიალში, ასევე, ცხელ ხაზზე: 2 90 90 90.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა