"საქართველოს ბანკის" მობილური საბანკო აპლიკაცია BlackBerry-ის მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია

"საქართველოს ბანკის" მობილური საბანკო აპლიკაცია BlackBerry-ის მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია

"საქართველოს ბანკმა" მობილური საბანკო მომსახურება გააფართოვა და BlackBerry-სთვის მობილბანკის ახალი თაობის აპლიკაცია გამოუშვა. მობილბანკის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს საბანკო მომსახურება იქ, სადაც სჭირდება და განახორციელოს ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია, რასაც ინტერნეტბანკის საშუალებით ასრულებს.

კერძოდ, მობილბანკით მომხმარებელს შეუძლია: მართოს საკუთარი ანგარიშები, ბარათები, ანაბრები და სესხები; აწარმოოს გადარიცხვები "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ანგარიშზე; გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, მათ შორის შეავსოს მობილური ტელეფონის ბალანსი; მიიღოს ამონაწერი საკუთარი ანგარიშებიდან; იპოვოს "საქართველოს ბანკის" უახლოესი ბანკომატი ან სერვის-ცენტრი; დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო ცენტრს; საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოს საკუთარი პლასტიკური ბარათი; შეცვალოს პაროლი და/ან მომხმარებლის სახელი; ნახოს American Express-ის ბონუსპროგრამის ფარგლებში დაგროვილი MR ქულების მოცულობა; გააგზავნოს გზავნილი "ელვა"; შეამოწმოს ვალუტის კურსი და ისარგებლოს ვალუტის კალკულატორით; ისარგებლოს შაბლონებით ყველაზე ხშირად მოხმარებად საბანკო ოპერაციებზე და სხვა. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" მობილბანკით სარგებლობა უფასოა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა