თეა სიჭინავა - ზუსტად იგივე ხელფასი მაქვს "იმედში", რაც "მაესტროში" მქონდა

თეა სიჭინავა - ზუსტად იგივე ხელფასი მაქვს "იმედში", რაც "მაესტროში" მქონდა

თეა სიჭინავა 16 სექტემბრიდან "იმედის" არხზე გამოჩნდა ახალი გადაცემით "პოლიტიკის დრო", რომელიც საღამოს პრაიმტაიმს იკავებს. როგორც თეა ამბობს, ის და ვახო სანაია კონკურენტები არ არიან, რადგან ვახოს გადაცემა პარასკევს გავა და ჩვეულებისამებრ, დარბაზში აუდიტორია ეყოლება, რაც თეას გადაცემაში არ არის. ტელეწამყვანი გადაცემის დეტალებისა და ტელეკომპანია "მაესტროდან" ხმაურიანი წამოსვლის შესახებ ჟურნალ "რეიტინგს" ესაუბრა.

"ახალი გადაცემა განსხვავებული ფორმატით შევთავაზეთ მაყურებელს. "არგუმენტები" მხოლოდ დებატებს ითვალისწინებდა და ფორმატის თვალსაზრისით მეტი თავისუფლება არ მქონია. ახალი გადაცემა ითვალისწინებს კვირის გმირთან, სტუმართან პირისპირ საუბარს, ღია შეკითხვებით, შემდეგ არის დებატები და მესამე ბლოკი დისკუსიას ეთმობა. დანარჩენს რაც შეეხება, მე იგივე ვარ, არ ვიცვლები და პრინციპებიც არ იცვლება (იღიმის).

რაც შეეხება გუნდს, ეს ის გუნდია, რომელთან ერთადაც "იმედზეც" და შემდეგ "მაესტროზეც" ვმუშაობდი. გადაცემას სჭირდება გუნდი, რომლის გარეშეც ის ვერ მომზადდება. დღიდან ეთერში გასვლისა ეს გუნდი "იმედზე" მუშაობდა, შემდეგ მოუხდა წასვლა და ახლა ისევ უკან დაბრუნდა", - აღნიშნა თეა სიჭინავამ.

ჟურნალისტის თქმით, ტელეკომაპნია "იმედში" დაბრუნება მისთვის ძალიან ემოციური იყო, ვინაიდან ამ არხზე ექვსი წლის განმავლობაში რეპორტიორად მუშაობდა, ახლა კი გადაცემის წამყვანად დაბრუნდა.

" რასაკვირველია, ემოციური მომენტი არსებობს. ვნებათაღელვაც არის, რადგან "იმედში" ექვსი წელი რეპორტიორად ვმუშაობდი, ახლა კი გადაცემის წამყვანად დავბრუნდი. მიწევს განსხვავებული საქმის კეთება, უფრო ფართო მასშტაბით და ფართო მაყურებლის წინაშე. იმედი მაქვს, მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება", - ამბოსბ ჟურნალისტი.

თეას "მაესტროდან" წამოსვლას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ მის არხს მიზანმიმართულად ებრძვიან. თეა სიჭინავა "არგუმენტებს" "მაესტროს" ეთერში 4 წელიწადი უძღვებოდა, თუმცა არჩევანი "იმედის" სასარგებლოდ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, ზუსტად იგივე ანაზღაურება აქვს, რაც "მაესტროში".

"ჩემთვის თავიდან გაკეთებული გარკვეული განცხადებები გაუგებარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ჩემკენ არ გახლდათ მომართული. ემოციურად მესმის მამუკასი, რადგან არ იყო ადვილი არც მისთვის და არც ჩემთვის. ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, საკმაოდ მძიმე პირობებში გვიწევდა მუშაობა, ქუჩაშიც ვიდექით თავისუფალი სიტყვის და ჩვენი ტელევიზიის დასაცავად. არაფერია მარადიული და ყველაფერი ერთ დღესაც სრულდება. არც იმას ვფიქრობ, რომ "იმედშიც" მარადიულად დავრჩები, მაგრამ იქ დავბრუნდი, სადაც როგორც ჟურნალისტმა, ფეხი ავიდგი. ვიღაცამ ეს არასწორად შეაფასა და ფინანსურ მომენტს მიაწერა. არ შემოუთავაზებიათ არანაირი მაღალი ხელფასი. დღესაც თანახმა ვარ, გავასაჯაროო შესაბამისი ამონაწერები, სადაც ჩემი დარიცხული ხელფასები იქნება მითითებული როგორც ერთ, ისე მეორე კომპანიაში, თუკი, რასაკვირველია, ტელევიზიების ხელმძღვანელებიც თანახმა იქნებიან და ნახავთ, რომ ზუსტად იგივე ხელფასი მაქვს "იმედშიც". რაც შეეხება პირობებს, თუკი იმას გულისხმობენ, რომ "იმედს" უფრო დიდი მასშტაბი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა ჟურნალისტს აქვს სურვილი, უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგეს და ახალი რამ გამოსცადოს, მით უმეტეს, რომ თავისუფლების კუთხით არსად არ გაქვს შეზღუდვა. იქ, სადაც თავისუფლად არ ვგრძნობ თავს, არც დავრჩები და ამისი მაგალითია ძველი "იმედი", როდესაც ამ ტელევიზიიდან წავედი. თქვენ რომ იცოდეთ, "მაესტროში" რა ხელფასზე მივედი სამუშაოდ, აღარ გაჩნდებოდა კითხვა ჩემი ფინანსური დაინტერესების შესახებ.

ახლა "მაესტროს" შედარებით უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს. არის მცირე პრობლემები, რომლებზეც მე ვერ ვისაუბრებ და ამაზე არც ერთი სიტყვა არ მითქვამს, რაც "მაესტროდან" წამოვედი", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

მისი თქმით, "იმედში" გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მისთვის არ ყოფილ ადვილი და გარდა "იმედისა", ორი სხვა ტელევიზიდანაც ჰქონდა შეთავაზება.

"სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ერთი თვით ადრე მივედი "მაესტროს" ხელმძღვანელობასთან და ვუთხარი, რომ მქონდა სამი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მათ შორის "იმედიდანაც". საქმის კურსში იყვნენ და ერთთვიანი ძალიან მძიმე გაანალიზების შემდეგ გადავწყვიტე "იმედზე" დაბრუნება", - აღნიშნა სიჭინავამ.

ცნობილია, რომ ახალი სეზონიდან ინგა გრიგოლია ეთერში ბრუნდება, ნინო შუბლაძე ისევ აახლებს "პოზიციას", სხვა არხებზეც იქნება თოქშოუები. იქნება კონკურენცია და სავარაუდოდ, სტუმრების წართმევაც. ტელეწამყვანი ჯანსაღ კონკურენციას მიესალმება და იმედი აქვს, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს წარმატებით გაართმევს.

"ყველას წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება სტუმრების წართმევას, ესეც ჯანსაღი კონკურენციის ნაწილია. ყველა ცდილობს, რომ იმ დღისთვის მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავდეს, მით უმეტეს, ვიწროა რესპონდენტთა სია. მაყურებლებისგან ხშირად ვიღებდი საყვედურს, რატომ მომყავდა ერთი და იგივე სტუმრები. ძალიან დიდი კონკურენცია იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავს გავართმევთ", - ამბობს ტელეწამყვანი.

თეა სიჭინავას "პოლიტიკის დრო" პირველად 16 სეტემბერს გავიდა ეთერში, გადაცემის პირველი სტუმარი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იყო.

იხილეთ ბმული

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები