ეკა კვესიტაძე - "თამაზ ტყემალაძემ გამოგვიცხადა, ეთერში ნეკროლოგების აღდგენას ვაპირებო"

ეკა კვესიტაძე - "თამაზ ტყემალაძემ გამოგვიცხადა, ეთერში ნეკროლოგების აღდგენას ვაპირებო"

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი ეკა კვესიტაძე გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში ირაკლი კაკაბაძის ბრალდებებსა და მუქარას პასუხობს და თამაზ ტყემალაძეს პირველი არხის უკუსვლაში ადანაშაულებს.

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ბიძინამ "მეცხრე არხი" იმიტომ დახურა, რომ რეიტინგული ტელევიზია არ იყო, ხოლო მისი ჟურნალისტები პირველ არხზე გადმოიყვანა. ის მათ ფულს თავად უხდიდა, ახლა კი ბიუჯეტი გადაუხდის - ეს საკმაოდ ჭკვიანურია ივანიშვილის მხრიდან. პირველ არხზე "მეცხრედან" უკვე 30-მდე ადამიანია გადმოსული. რაც შეეხება ირაკლი კაკაბაძეს, ამ იდიოტისა და არანორმალურის სტყვებს სერიოზულად ვერ მივიღებ. არხის რა განახლებაზეა საუბარი, როცა თამაზ ტყემალაძემ პირველივე თათბირზე გამოგვიცხადა, ეთერში ნეკროლოგების აღდგენას ვაპირებო. კაკაბაძე იწყებს ჩემს კომპრომეტირებას? - დაიწყოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს", - განაცხადა კვესიტაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კვესიტაძისა და პაიჭაძის ხმაურიან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებელმა თამაზ ტყემალაძე, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ პირველი არხის ეთერში მაყურებელი მალე ირაკლი კაკაბაძესაც იხილავს.

"ხმაურის დიდოსტატები და დემაგოგები თავად არიან და იმიტომ მოხდა ეს ამბავი. მათზე უკეთესი ჯერ არავინ გათავისუფლებულა, თუ რა?! გგონიათ, მოისვენებენ? კიდევ რაღაცებს გეგმავენ. გეგმონ, რამდენიც უნდათ - ამომავალი მზეა ეს კვესიტაძე, თუ მაგის გარეშე ეთერი ვერ გაკეთდება? არ მინდა, ბატონო, აგერაა ქვეყნის კერძო ტელევიზია და იქ მივიდნენ!

ბევრი ახალი გეგმა გვაქვს და მალე იხილავთ ირაკლი კაკაბაძესაც და სხვა კულტუროლოგებსაც ამ არხზე... რაც შეეხება "მეცხრე არხიდან" გადმოსულ ჟურნალისტებს, ჯერ ნახეთ, მოუსმინეთ ამ ხალხს და თუ პირველივე გადაცემაში რაიმე ოდნავ მაინც არ მოგეწონებათ, მერე ძალიან ვრცლად აგიხსნით ყველაფერს! არასოდეს დავუშვებ, საზოგადოებრივ არხზე ვინმემ მიკერძოებული გადაცემა წაიყვანოს", - აღნიშნა ტყემალაძემ.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ წამყვანები დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე გაათავისუფლა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები