21 სექტემბერს, დილის 11 საათიდან წერეთლის გამზირზე N118-ში ბიზნესის განვითარების გამოფენა 2013 გაიმართება. გამოფენის მიზანი ბიზნესის განვითარების იდეების, ფინანსური რესურსებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაა, გამოფენის მოსალოდნელი შედეგები კი ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების აღმოჩენა, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, არსებული ბიზნესის განვითარების დაგეგმვა და ბიზნეს პარტნიორების აღმოჩენა.
გამოფენის მონაწილეებად წარმოდგენილნი იქნებიან:
• ფინანსური სექტორი (ბანკები, საინვესტიციო კომპანიები და სხვა)
• სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საკონსულტაციო ფირმები (მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, HR-ის, IT-ის მიმართულებითდა სხვა).
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კომპანიები:
• 3.01 ჯი პი ეს ჯორჯია
• 3.02 ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა - LSBF
• 3.03 კაპტო ჯგუფი
• 3.04 თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური
• 3.05 ა.შ.შ-საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI)
• 3.06 საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
• 3.07 ევროპის რეკოსნტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD), ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების (BAS) პროგრამა
• 3.08 თბილისის ბიზნეს მომსახურების ცენტრი
• 3.09 მარკეტერი
• 3.10 ACT
• 3.11 ბანკი "რესპუბლიკა", ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი"
• 3.12 "თიბისი ბანკი"
• 3.13 "ფინკა ბანკი საქართველო"
• 3.14 მისო "კრისტალი"
• 3.15 ბიზნეს საფინანსო კონსალტინგი - BFC
• 3.16 "ალიანს ჯგუფი კაპიტალი"
• 3.17 ფინანსური ოფისი
• 3.18 "ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი."-ს ფიალიალი საქართველოში - ტრენინგების აკადემია
• 3.19 კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
• 3.20 "ინოვა"
• 3.21 "მაინდსტრიმი"
• 3.22 "საქართველოს ბანკი"
• 3.23 ინტეგრირებული ქართული სისტემები
• 3.24 ფინა - FINA
• 3.25 კორპორაცია "ჯი-ი-სი დეველოპმენტსი"
• 3.26 "ოპტიმუსი"
• 3.27 სარეკლამო ლაბორატორია 919
• 3.27 "ექსპერტო" - კონსალტინგის და მარკეტინგული კვლევების კომპანია
• 3.27 კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი
გამოფენის ფარგლებში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა სიახლეს შემოგთავაზებენ. საკონსულტაციო კომპანია Innova გამოფენაზე მოსულ ბიზნესმენებს შესთავაზებს 5 - 10%-იან ფასდაკლებას საკონსულტაციო პროექტების ღირებულებიდან.
ხოლო "თიბისი ბანკი" გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაესწროთ სემინარებს, რომლებიც "თიბისი ბანკის" ახალი პროექტის, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა "7 ნაბიჯი წარმატებისაკენ" ფარგლებში ტარდება. აღნიშნული ტრენინგები განკუთვნილია მხოლოდ "თიბისი ბანკის" კლიენტებისთვის, თუმცა გამოფენის სტუმრებს ექსკლუზიურად მიეცემათ საშუალება, აირჩიონ მათთვის სასურველი თემა და დაესწრონ ტრენინგს.
ტრენინგებს აზიის განვითარების ბანკის აფინანსებს და ის მსმენელებისთვის უფასოა. ლექციებს კითხულობენ სხვადასხვა დარგში უმაღლესი კლასის პროფესიონალები, რომლებიც მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ამ ეტაპზე ტრენინგები ტარდება სამი მიმართულებით:
გელით გამოფენაზე!
ღონისძიებების პავილიონი N3
გამოფენების ცენტრი "ექსპოჯორჯია"
ა. წერეთლის 118, თბილისი, საქართველო
www.expogeorgia.ge
www.facebook.com/expogeorgia
ტელ: +995 32 234 1100
R