ია ანთაძე - ივანიშვილი თანახმაა, ახალი ტელევიზიის შექმნაში მხარდაჭერაზე

 ია ანთაძე - ივანიშვილი თანახმაა, ახალი ტელევიზიის შექმნაში მხარდაჭერაზე

ბატონი ბიძინა პრინციპულად თანახმაა ახალი ტელევიზიის შექმნაში მხარდაჭერაზე - ამის შესახებ ჟურნალისტი ია ანთაძე "ფეისბუქის" გვერდზე წერს.  როგორც ანთაძე აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალ კვირაში "მეცხრე არხის" მფლობელების წარმომადგენელთან შეხვედრაც გაიმართება.

"მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს გვქონდა შეხვედრა პრემიერთან. შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი და ნაყოფიერი. შევთანხმდით, რომ ბატონი ბიძინა პრინციპულად თანახმაა ახალი ტელევიზიის შექმნაში მხარდაჭერაზე. შემდეგი კვირიდან კონკრეტულ თემებზე საუბარს ვაგრძელებთ "მეცხრე არხის" მფლობელების ორ წარმომადგენელთან. გილოცავთ ყველას, ვინც ახალ ტელევიზიას გულშემატკივრობთ და თქვენი სახელით კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ პოლიტიკური ნების გამოვლენისთვის, რომ ქვეყანაში იარსებოს სააქციო საზოგადოების კუთვნილმა (პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალმა) ტელევიზიამ.

დანარჩენი - ჩვენზეა. წარმატებები!"- წერს ანთაძე საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები