"უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა ვამ­ტკი­ცო, თით­ქოს მე და ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი ვართ"

"უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა ვამ­ტკი­ცო, თით­ქოს მე და ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი ვართ"

ახალ სე­ზონ­ზე გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლის" პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი იყო, რა­საც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. მაია ასა­თი­ან­თან სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამ თე­მით და­ვიწყ­ეთ:

- მა­ი­ა, ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან არ გაქვთ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა, ამი­ტომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თქვენს გა­და­ცე­მა­ში მი­სი სტუმ­რად მოწ­ვე­ვა, სწო­რედ ამ ხმე­ბის გა­სა­ქარ­წყლებ­ლად ხომ არ მი­ი­ღეთ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა?

- ის, რომ ჩვენ კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, ყვე­ლას­თვის ცხა­დი­ა. ამი­ტომ უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა ვამ­ტკი­ცო, თით­ქოს რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ხე­დავს, ტყუ­ი­ლია და სი­ნამ­დვი­ლე­ში მე და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი ვართ. ა­სე რომ, რა­საც ხალ­ხი ჩვენ­ზე ამ­ბობს, სი­მარ­თლე­ა. ვერ ვიტყ­ვი, რომ მარ­ტი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, თუმ­ცა მეც და ნა­ნუ­კა­საც შეგ­ვიძ­ლია ცი­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ და­თან­ხმდა ჩემს შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. "პრო­ფი­ლის" ის­ტო­რი­ა­ში ერ­თ-ერ­თი გუ­ლახ­დი­ლი გა­და­ცე­მა გა­მოგ­ვი­ვი­და.

- თქვენ შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ა?

- არ მინ­და ამა­ზე ზედ­მე­ტი ყუ­რადღ­ე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა. ვერ და­ვიწყ­ებ თე­მე­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბას, ჩვენ კო­ლე­გე­ბი ვართ, კარ­გი "პრო­ფი­ლი" გა­მო­ვი­და და ამის­თვის მად­ლო­ბა ნა­ნუ­კას.

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის დაწყ­ე­ბის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თქვე­ნი გა­და­ცე­მის პრო­დიუ­სე­რი გვან­ცა კი­ლა­სო­ნია და რე­ჟი­სო­რი თე­მურ გო­გო­ლა­ძე, იგი­ვე "ო­ბო­ბა", ბე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის არ­ხზე გა­და­ვიდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ...

- მე ამ სა­კითხს სხვაგ­ვა­რად ვუ­ყუ­რებ. მომ­წონს, რომ "პრო­ფი­ლი" კად­რე­ბის კარ­გი სამ­ჭედ­ლო­ა. "რუს­თა­ვი 2"-ი­სა და "პრო­ფი­ლის" გუნ­დის წევ­რის­თვის სხვა ად­გილ­ზე გა­დას­ვლა თუ წინ­სვლაა - მო­ხა­რუ­ლი ვარ. დღემ­დე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს გვან­ცას­თან და "ო­ბო­ბას­თან". რო­ცა წლო­ბით მუ­შა­ობ ადა­მი­ან­თან და ის მი­დის, რა თქმა უნ­და, ერ­თგვა­რი და­ნაკ­ლი­სი­ა, მაგ­რამ "რუს­თა­ვი 2" კარ­გად აწყ­ო­ბი­ლი მან­ქა­ნაა და და­ნაკ­ლი­სი მა­ლე ჩა­ვა­ნაც­ვლეთ. მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­დიუ­სე­რი ნი­კა ხა­ჩი­ძე. სამ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ გა­და­ცე­მა სა­ჭი­რო­ებს "ა­ხალ სისხლს" და მი­ხა­რია, ეს რომ მოხ­და. მე და ნი­კას ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო იდეა და მას­შტა­ბუ­რი გეგ­მა გვაქვს.

- რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ "ი­მე­დი­დან" მი­ი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა...

- არ მიყ­ვარს კუ­ლუ­ა­რულ ამ­ბებ­ზე ლაპარაკი, ამი­ტომ თავს შე­ვი­კა­ვებ. მე მიყ­ვარს "რუს­თა­ვი 2" და ვრჩე­ბი ამ არ­ხზე.

- რო­გორ ახერ­ხებთ, სამ­სა­ხუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად შვილ­საც არ მო­აკ­ლოთ ყუ­რადღ­ე­ბა?

- ჩე­მი მთა­ვა­რი პრო­ფე­სია დე­დო­ბაა. შვი­ლი პირ­ველ ად­გილ­ზე­ა. არ მიყ­ვარს არა­ვის გან­კითხ­ვა, მაგ­რამ არ მეს­მის დე­დე­ბის, რომ­ლე­ბიც შვი­ლე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით ცხოვ­რო­ბენ. ბევ­რი ასე­თი ის­ტო­რია გა­მი­გო­ნია და მიჩ­ვე­ნე­ბი­ა­ კი­დეც ჩემს გა­და­ცე­მა­ში. ჩე­მი შვი­ლი ვე­რას­დროს იტყ­ვის, რომ დე­დას მის­თვის არ ეცა­ლა. სამ­სა­ხუ­რის გარ­და არ­სად დავ­დი­ვარ. სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს გარ­თო­ბა, ეს ცუ­დი­ა, მაგ­რამ რა­ღა­ცის დათ­მო­ბა გი­წევს.

- მითხ­ა­რით, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე არ გაქვთ, არ გი­ჭირთ მარ­ტო ყოფ­ნა?

- არა ვარ სკან­და­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. ში­ნა­გა­ნად მორ­ცხვი ვარ. რამ­დენ­ჯერ­მე და­წე­რეს, რომ და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი ვარ, ამა­ში სი­მარ­თლის ნა­ტა­მა­ლიც დევს. ჩე­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რიც არის, გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩე­მი ხა­სი­ა­თის ბრა­ლი­ა. ხან­და­ხან მგო­ნი­ა, რომ ჩე­მი წარ­მა­ტე­ბა აკომ­პლექ­სებს მა­მა­კა­ცებს. სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თის გა­მო მი­ჭირს ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დაწყ­ე­ბა.

- ამის გა­მო მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად გაქ­ცე­უ­ლან თქვენ­გან?

- ცხოვ­რე­ბა­ში ორ­ჯერ მიყ­ვარ­და და ეს იყო წლე­ბის წინ. ამას რომ ვამ­ბობ, მე­ცი­ნე­ბა. ისე ახ­ლოს არა­ვინ მო­მიშ­ვია, რომ გა­საქ­ცე­ვად ჰქო­ნო­და საქ­მე (ი­ცი­ნის).

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: "ვაიმე, რა საყვარლები ვართ ერთად" - ნანუკა ჟორჟოლიანი მაია ასათიანის "პროფილში"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები