"გა­მო­ნაკ­ლი­სი ვარ იმით, რომ ეს ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვთქვი"

"გა­მო­ნაკ­ლი­სი ვარ იმით, რომ ეს ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვთქვი"

"მე მო­ვე­დი, მა­პა­ტიე ღა­ლა­ტი, მა­პა­ტი­ე, მა­პა­ტიე ყო­ვე­ლი,

ჰე, უფა­ლო, და­მი­ფა­რე მა­რა­დის, ვი­ტან­ჯე­ბი შე­ნი უარ­მყო­ფე­ლი.

რაც კი მქონ­და, გა­ვა­ტა­ნე ქა­რებს და, ცოდ­ვით ვსვა­რე სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი,

მიყ­რდნო­ბი­ლი ვტი­რი საყ­დრის კა­რებ­თან, მინ­და ვი­ყო სი­ნა­ნუ­ლის მწირ­ვე­ლი."

- ამ სტრი­ქო­ნე­ბის ავ­ტო­რი სვე­ტიცხ­ოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მღვდელ­მსა­ხუ­რი, დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რაცხ­ე­ლი­ა­ა, რომ­ლის პო­ე­ზი­აც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი­სთ­ვის არის ძვირ­ფა­სი და ახ­ლო­ბე­ლი. მა­მა პეტ­რე დღეს ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუმარია:

- ვფიქ­რობ, რომ პო­ე­ზი­ა, ეს არის ემო­ცია და თუ ლექსს ძა­ლი­ან დი­დი ემო­ცია არ ახ­ლავს, ის ხე­ლოვ­ნუ­რი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენ მი­ერ ხსე­ნე­ბულ სტრი­ქო­ნებს და ლექს "პეტ­რეს", - ეს ჩე­მი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი იყო, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გამიცნო, ამ ლექ­სში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩე­მი ში­ნა­გა­ნი გან­ცდა, მდგო­მა­რე­ო­ბაა ასა­ხუ­ლი. გარ­და პო­ე­ზი­ი­სა, აქ ლექ­სად გამო­ხა­ტუ­ლი სი­ნა­ნუ­ლიც ჩანს. იმ წუ­თებ­ში რა­საც გან­ვიც­დი­დი, სწო­რედ ის გად­მო­ვე­ცი და მად­ლო­ბა უფალს, თუ შევ­ძე­ლი! ისე, ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი ქრის­ტეს უარ­მყო­ფელ პეტ­რეს ჰგავს, და მე ვნატ­რობ - იმის ნა­ხე­ვა­რი სი­ნა­ნუ­ლი მა­ინც გვქონ­დეს, რო­გო­რიც პეტ­რე მო­ცი­ქულს ჰქონ­და.

- გა­სა­გე­ბი­ა, რომ რე­ლი­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა გიყ­ვართ, მაგ­რამ რას გვეტყ­ო­დით სა­ე­რო წიგ­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც კითხ­უ­ლობ­დით და ახ­ლაც კითხ­უ­ლობთ?

- ასე­თი ლა­თი­ნუ­რი გა­მოთ­ქმა არ­სე­ბობს: მე ვპო­ვე სიმ­შვი­დე კუთხ­ე­ში - წიგ­ნით ხელ­ში. ადა­მი­ანს ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც ზრდის, რაც ავ­სებს, ეს არის წიგ­ნი­ე­რე­ბა და რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად აკ­ლი­ა, ესეც არის წიგ­ნი­ე­რე­ბა. წიგნს ვე­რა­ნა­ი­რი ტექნიკური მიღ­წე­ვა ვერ შეც­ვლის. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ბავ­შვო­ბი­დან ვკითხ­უ­ლობ­დი და ჩემ­ზე ძა­ლი­ან დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დატო­ვეს მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სებ­მა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად ოს­კარ უა­ილ­დი, თო­მას მა­ნი და დოსტოევსკი მიყ­ვარ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და დოს­ტო­ევ­სკი, რო­მე­ლიც გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მწე­რა­ლი­ა. სწო­რედ ამ მწერ­ლე­ბის წყა­ლო­ბით ვე­ზი­ა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­როს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ე­ზი­ას, ის თავის­თა­ვად ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია ჩემ­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლი­უ­რია ჩემ­თვის ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ა, რო­მე­ლიც უნა­პი­რო და უსაზღ­ვრო­ა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი მიყ­ვარს. მი­სი პო­ე­ზია ჩემს სულ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს დგას. ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ვერც ერთ ეტაპ­ზე, ვერც ერ­თმა პო­ეტ­მა ვერ შეც­ვა­ლა ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი. ის დარ­ჩა რო­გორც უზარმა­ზა­რი სი­მაღ­ლე, რო­მელ­საც ვერ ვწვდე­ბი და რაც უფ­რო მე­ტად ვკითხ­უ­ლობ, მით უფ­რო ვხვდე­ბი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ამო­უ­წუ­რა­ვი­ა. რო­გორც სა­ხა­რე­ბას ყო­ველ წა­კითხ­ვა­ზე გან­სხვა­ვე­ბულად ვხე­დავ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მეს­მის, ასე­ვე ამოუწუ­რა­ვია ჩემ­თვის ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი და თუ­კი ლექ­სის წე­რა და­ვიწყ­ე, ეს ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. სხვა­თა შო­რის, წარ­მო­შო­ბით მეც წა­ლენ­ჯი­ხი­დან ვარ და ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუთხე მიყ­ვარს. ყვე­ლა თავისე­ბუ­რად ლა­მა­ზი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ ძვე­ლი კოლ­ხე­ბი, ანუ სა­მეგ­რე­ლო­ში მცხოვ­რებ­ნი, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ნიჭიერე­ბით და თუ გნე­ბავთ, უც­ნა­უ­რო­ბი­თაც. იქ ძა­ლი­ან სხარ­ტი და ცოცხ­ა­ლი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ და დღეს-დღე­ო­ბით, თუ რა­ი­მე კარ­გი, ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბა გა­მაჩ­ნი­ა, ამ მხა­რის და ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. ვამაყობ იმი­თაც, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ამ­ბობ­და: სა­მეგ­რე­ლო­ში ჩა­ვე­დი და სა­ქარ­თვე­ლო ვნა­ხე­ო. სა­მეგ­რე­ლომ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სა­ხე­ლო ადა­მი­ა­ნი აჩუ­ქა სა­ქარ­თვე­ლოს და იმე­დი მაქვს, მეც შევ­ძლებ, ჩე­მი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სიტყ­ვა ვთქვა. უკ­ვე გითხარით, რომ ჩემ­თვის ყვე­ლა კუთხე ერ­თნა­ი­რად ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რე­ლი­ა, რად­გან ერ­თი ერის შვი­ლე­ბი ვართ და ყველას დე­და-­სა­ქარ­თვე­ლო გვა­ერ­თი­ა­ნებს. თა­ნაც, მი­მაჩ­ნი­ა, რომ ჩვე­ნი სა­კე­თე­ბე­ლი ყვე­ლამ პირ­ნათ­ლად უნ­და ვა­კე­თოთ, ვა­კე­თოთ ის, რი­სი კე­თე­ბაც შეგ­ვიძ­ლია და არ და­ვიბ­რა­ლოთ სხვა რამ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დი­დი სატ­კი­ვა­რი რა არის?

- ჩე­მი აზ­რით, ეს არის უწიგ­ნუ­რო­ბა, მით უმე­ტეს, რომ ქარ­თვე­ლი ერი ოდით­გან­ვე წიგ­ნი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. საქართველოს ეკ­ლე­სი­ა-­მო­ნას­ტრებ­ში გახ­სნი­ლი იყო სას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც უდი­დე­სი მი­სია შე­ას­რუ­ლა ჩვე­ნი ერის წი­ნა­შე. დღეს ჩვე­ნი ხალ­ხი ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დის წიგ­ნი­ე­რე­ბის დე­ფი­ციტს და სწო­რედ აქე­დან იდ­გამს ფეხს ყვე­ლა მან­კი­ე­რე­ბა. რო­ცა ადა­მი­ა­ნი წიგ­ნი­ე­რი­ა, შე­უძ­ლე­ბე­ლია მან შეგ­ნე­ბუ­ლად ბო­რო­ტე­ბა ჩა­ი­დი­ნოს. შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ძალი­ან ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვას, მაგ­რამ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვის ჩა­დე­ნა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა. ჩე­მი აზ­რით, დღეს ყველა­ზე დი­დი სატ­კი­ვა­რი არის ის, რომ ადა­მი­ა­ნი და­შორ­და წიგნს და და­შორ­და სა­კუ­თარ თავს. წიგ­ნი ღმერ­თი­ვით ერთადერ­თი­ა, ის ბო­ლომ­დე ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი რჩე­ბა და გვი­ღებს ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ.

- პრე­სით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, მა­მა პეტ­რე აღ­სა­რე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქით" იბა­რებ­სო.

- ეს არის სიც­რუ­ე. რო­დე­საც ადა­მი­ანს უჭირს და ტე­ლე­ფო­ნით ან "სკა­ი­პით" თა­ვის სუ­ლი­ერ ტკი­ვი­ლებ­ზე გე­სა­უბ­რე­ბა, მოძღ­ვარ­მა არ უნ­და მო­უს­მი­ნოს? ამას გინდ აღ­სა­რე­ბა და­არ­ქვით და გინდ გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი მე­გო­ბარ­თან. მთა­ვა­რი­ა, შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს, ადა­მი­ანს მხარ­ში და­ვუდ­გეთ და ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც ტან­ჯავს, რო­გორ­ღაც გა­ვუ­ფან­ტოთ, მდგომარეო­ბი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და ვა­ნუ­გე­შოთ. აღ­სა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი და წმი­და­თაწ­მი­დაა და მხოლოდ ოლა­რის ქვეშ აღეს­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი მოძღ­ვა­რი, რო­მელ­საც მრევ­ლი ჰყავს, უცხ­ო­ეთ­ში მყოფ თა­ვის სუ­ლი­ერ შვილებს სწო­რედ ასე უკავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლას აქვს ასე­თი სა­უბ­რე­ბი და არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი, თუმ­ცა, გა­მო­ნაკ­ლი­სი ვარ იმით, რომ ეს და­უ­ფა­რა­ვად, ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვთქვი. რო­დე­საც ადა­მი­ანს ძა­ლი­ან აწუ­ხებს რა­ღაც, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორ გა­გი­ზი­ა­რებს, ხომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ინ­ტერ­ნე­ტიც კე­თი­ლი საქ­მი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნოს?! თუ ასე ვიმ­სჯე­ლებთ, არსე­ბობს ნა­წი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ სა­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი­ა, მაგრამ ეს არ არის მარ­თა­ლი. სა­ე­რო წიგ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა არა­ნაკ­ლებ სა­სარ­გებ­ლო იყოს სუ­ლი­სათ­ვის, ვიდ­რე სა­სუ­ლი­ე­რო. სხვა­თა შო­რის, არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მა, თუ რო­გორ დაწ­ვეს ფა­ნა­ტი­კოს­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის შედევ­რე­ბი და შემ­დეგ მა­თი საქ­ცი­ე­ლი მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბამ დაგ­მო. ადა­მი­ა­ნი ბნე­ლია მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა უწიგნუ­რია და მის­თვის ერ­თნა­ი­რად დამ­ღუპ­ვე­ლია რო­გორც ფა­ნა­ტიზ­მი, ასე­ვე ზედ­მე­ტი ლი­ბე­რა­ლიზ­მიც.

მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს