"ჩვე­ნე­ბუ­რი ქორ­წი­ლი გა­ღა­ტა­კე­ბა­ა"

"ჩვე­ნე­ბუ­რი ქორ­წი­ლი გა­ღა­ტა­კე­ბა­ა"

გან­ვაგ­რძობთ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი პრე­სის მი­მო­ხილ­ვას და ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არქივში და­ცულ გა­ზეთ "კვა­ლის" 1902 წლის 21 ივ­ლი­სის ნო­მ­რის რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­კა­ცი­ა­ზე შევ­ჩერ­დე­ბით.

თუმ­ცა მა­ნამ­დე გავიხ­სე­ნებთ ჩვე­ნი გა­ზე­თის წი­ნა, 11-17 სექ­ტემ­ბრის ნო­მერ­ში და­ბეჭ­დილ ერთ სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "რით აც­ვიფ­რე­ბენ ქართვე­ლე­ბი უცხ­ო­ე­ლებს?" მას­ში სა­უ­ბა­რია ქარ­თველ­თა წეს­-ჩვე­უ­ლე­ბებ­ზე, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ეუც­ნა­უ­რე­ბათ უცხოელებს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სტა­ტი­ი­დან: "...უცხ­ო­ე­ლებს აც­ვიფ­რებთ, რა­ტომ ყი­დუ­ლობს უმ­რავ­ლე­სო­ბა ძვი­რად ღირე­ბულ მანქანებს, რო­დე­საც იცი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს... უკ­ვირთ, რო­ცა იგე­ბენ, რომ ვიღა­ცამ ვა­ლით გა­და­ი­ხა­და ქორ­წი­ლი და ა.შ".

ახ­ლა და­ვუბ­რუნ­დეთ ძველ პრე­სას. რო­გორც ჩანს, ქარ­თვე­ლე­ბის ეს მეტიჩრობა თუ ვინ­მეს თვა­ლის და­სავსე­ბად გა­დად­გმუ­ლი ხან­და­ხან ოჯა­ხის­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბელი ნა­ბი­ჯიც კი საკმაოდ ფესვგამდგა­რი ყო­ფი­ლა ჩვენს ყო­ფა­ში. უწინ უცხ­ო­ე­ლე­ბი - არა, მაგ­რამ თვი­თონ ქარ­თვე­ლე­ბი კი ნამ­დვი­ლად შეწუხე­ბუ­ლან ამ უკუღმართობით. აი, რას წე­რენ გა­ზეთ "კვა­ლის" ზე­მოთ მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ში: "ძვე­ლი დრო იყო დრო ქეი­ფი­სა. რო­გორც ველური, რო­ცა საჭ­მელს იპო­ვის, მი­ნამ­დი ჭამს, სა­ნამ არა­ქა­თი სრუ­ლი­ათ არ გა­მო­ე­ლე­ვა და შემ­დეგ კიდევ ცოლს თხოვს, რომ პირ­ში ჩა­ა­ჩა­როს, ასე იყო ჩვენ­შიც წი­ნეთ. რა­საც იშო­ვიდ­ნენ, ერ­თად ჩაყ­ლა­პავ­დენ. სად იყო დაზოგ­ვა და მო­მა­ვალ­ზე ზრუნვა. ეს ძვე­ლე­ბუ­რი ჩვე­უ­ლე­ბა თა­ვის თა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბის, გა­ოხ­რე­ბის დღე­საც საკ­მა­ოთ შეგვრჩა. ჩვე­ნე­ბუ­რი ქორ­წი­ლი, ეს ქორწილი და მხი­ა­რუ­ლე­ბა კი არა­ა, ეს გა­ღა­ტა­კე­ბა­ა, და­ღუპ­ვა­ა, ასე­თი ჩვე­უ­ლე­ბაა ტირილი (ი­გუ­ლის­ხმე­ბა დაკ­რძალ­ვა-­ქე­ ლე­ხი - ი. ხ.). არ ჩა­მორ­ჩე­ბა მათ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი დღე­ო­ბაც. თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე წლით აძა­ბუ­ნებს და ავალიანებს ისე­დაც და­უძ­ლუ­რე­ბულ ოჯახს. თუ წი­ნეთ კი­დევ ვე­რა­ვინ ვერ ახერ­ხებ­და ასეთ ჩვე­უ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წასვლას, დღეს უკ­ვე აქა­-იქ ის­მის პრო­ტეს­ტის ხმა"... თურ­მე გუ­რი­ის ერ­თ-ერთ სო­ფელ­ში ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაც კი გა­მო­სუ­ლან, "მოვსპოთ წი­ნან­დე­ბუ­რათ ტი­რი­ლი­ო".

გა­ზეთ­ში სა­მა­გა­ლი­თო­დაც კი მო­აქვთ იმ პე­რი­ო­დის გა­ზეთ "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში" დაბეჭდი­ლი ცქი­ტიშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს გან­ცხა­დე­ბა: "დი­დის მო­წი­წე­ბი­თა და მო­რი­დე­ბით ვაც­ნო­ბებთ ნა­თე­სავ­თა და მეგო­ბართ, რომ დღე­ი­დან აღარ ვიხ­დით დღე­ო­ბა მა­რი­ო­ბას (ი­გუ­ლის­ხმე­ბა მარიამობა - ი. ხ.), რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ვიხდიდით ყო­ველ წლივ 15 აგ­ვის­ტოს სო­ფელ შრო­შა­ში, შო­რაპ­ნის მაზ­რა­ში", მიზე­ზად კი დღე­ო­ბა­ზე უზო­მო სმას და ამას თანდართულ ჩხუბს, აურ­ზა­ურ­სა და მკვლე­ლო­ბებს ასა­ხე­ლე­ბენ, - "უ­აზ­როთ ფულ­სა ვხარ­ჯავთ და ერ­თმა­ნეთს ვჩე­ხავთ. თუმ­ცა ამ მას­პინ­ძლო­ბას სა­უფ­ლო დღე­ო­ბას უწო­დე­ბენ, მაგ­რამ შე­დე­გი კი, ვგონებთ, სა­სი­ა­მოვ­ნო არ უნ­და იყოს არც უფლისთვის და არც კა­ცის­თვი­სო"...

მოამზადა ირ­მა ხარ­ში­ლა­ძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები