მოშვებული კანი - ქალის სხეულის სილამაზის ახალი ხედვა

მოშვებული კანი - ქალის სხეულის სილამაზის ახალი ხედვა

ამერიკელი ფოტოგრაფის, ჯეიდ ბილის პროვოკაციული ფოტოპროექტი ქალის სილამაზის ახლებურ ხედვას გვთავაზობს.

ფოტოგრაფი, რომელიც ახალგაზრდა დედაა, ქალის შიშველ სხეულებს იღებს, რომლებსაც მშობიარობის და ორსულობის კვალი ატყვია. ამით ფოტოგრაფი ცდილობს ყველას დაანახვოს დედობის ის მხარე, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

გასულ წელს საკუთარ ფოტო-სტუდიაში შესულმა ბილმა ტანსაცმელი გაიხადა, აიყვანა ხელში თავისი ერთი თვის ახალშობილი და ავტოპორტრეტების სერია გადაიღო.

ფირზე მან უცნობი სხეული დაინახა - დამრგვალებული ფორმები, რომლებიც ორსულობამდე არასოდეს შეუნიშნავს, მოშვებული კანი, ლაქები და ნაოჭები, ე.წ. სტრიები. ფირზე ასახული სინამდვილე ავტორს არ მოეწონა, თუმცა ფოტოები მაინც გამოაქვეყნა საკუთარ ბლოგზე.

იდეას უამრავი ქალი გამოეხმაურა და საკუთარი სხეულის პოზირების სურვილი გამოთქვა.

საბოლოოდ შედგა ალბომი სახელწოდებით "ლამაზი სხეული". მედიასივრცე გაჯერებულია ქალის სილამაზის ამსახველი ფოტოებით, თუმცა ასეთებს ვერსად ნახავთ.

იხილეთ ფოტოგალარეა

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო