"ლიბერთი ბანკმა" თბილისში თანამედროვე სტანდარტების სერვის-ცენტრი გახსნა.
ფალიაშვილის ქ. N38-ში მდებარე სერვის-ცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვის-ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
2012-2013 წლებში "ლიბერთი ბანკმა" მთელი საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ახალი ფილიალი და სერვის-ცენტრი გახსნა და მათი მოდერნიზება განახორციელა. "ლიბერთი ბანკი" საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 60 000-ზე მეტ იურიდიული პირი სარგებლობს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9