"ნიკორა" ქსელს აფართოებს. ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე N34-ში "ნიკორას" განახლებული სუპერმარკეტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
"სავაჭრო ობიექტის ფართი 70 კვ.მ-დან 120 კვ.მ-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ განახლებულ სუპერმარკეტში, მომხმარებელს შევთავაზებთ, როგორც "ნიკორას" მიერ წარმოებულ სრულ ასორტიმენს, ასევე სხვა მწარმოებლების კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას", - აცხადებენ "ნიკორაში".
კომპანიის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "ნიკორას" სავაჭრო ქსელი აქტიურად განაგრძობს გაფართოებას და მიმდინარე წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, 100 სავაჭრო ობიექტით იქნება წარმოდგენილი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9