სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტერმინალის მშენებლობა 7 თვეში დასრულდა.
"გებრიუდერ ვაის" პრემიუმ-კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა საქართველოში 10 მილიონი ევრო დაჯდა. მიმდინარე წლის ბოლომდე ლოგისტიკურ ცენტრში 100 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი, რომელთა უდიდესი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლე იქნება.
ტერმინალის მშენებლობა 2012 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალი ლოგისტიკური ცენტრი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებითა და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.
კომპანიის ცნობით, "გებრიუდერ ვაისის" ტერმინალები მსოფლიოს 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოს შერჩევა დადებითი ეკონომიკური კლიმატისა და ხელსაყრელი გეოგრაფიული, გეოეკონომიკური მდებარეობის გათვალისწინებით მოხდა. თანამედროვე ქვეყანაში გამართული ლოგისტიკა და სატრანსპორტო მიმოსვლა ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ახალი ობიექტი, რომლის ანალოგიც სამხრეთ კავაშიაში არ არსებობს, კავკასიის რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და აზიის ქვეყნებს ერთმანეთს დააკავშირებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9