"მაგთიკომს" კომერციული საქმიანობის 16 წელი შეუსრულდა

"მაგთიკომს" კომერციული საქმიანობის 16 წელი შეუსრულდა

"მაგთიკომს" კომერციული საქმიანობის 16 წელი შეუსრულდა. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, ოპერირების 16 წლის განმავლობაში, ძლიერი კონკურენციის პირობებში, "მაგთიკომმა" ქართული საკომუნიკაციო ბაზრის ლიდერობა მოიპოვა და მას ტრადიციულად ინარჩუნებს.

"მაგთიკომი" დიდი ხანია, გასცდა მობილური კომუნიკაციის ფარგლებს და დღეისათვის მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მობილური და ფიქსირებული ტელეფონის სერვისებს, ისე მაღალსიჩქარიან უსადენო ინტერნეტსა და თანამგზავრულ ტელევიზიას.

"მაგთიკომის" მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და დღეისათვის 3 მილიონს აღემატება, სხვა მობილური ოპერატორებიდან პორტირებულთა რაოდენობა კი 172 100-ს შეადგენს.

"ჩვენს მომხმარებელს არა მხოლოდ საუკეთესო ქსელით უზრუნველვყოფთ, არამედ მუდმივად ვსწავლობთ ბაზარს, მომხმარებლის საჭიროებებს, ამის გათვალისწინებით ვთავაზობთ მათ დროისა და მოთხოვნის ადეკვატურ მომსახურებებს. მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიები თუ მომსახურებები პარალელურ რეჟიმში ინერგება საქართველოში და გვეამაყება, რომ ამ პროგრესში "მაგთიკომს" დიდი წვლილი მიუძღვის, იგი ხშირ შემთხვევაში ნოვატორია ქართულ ბაზარზე სიახლეების დანერგვის კუთხით", - აცხადებენ "მაგთიკომში".

"მაგთიკომი" თავის თითოეულ თანამშრომელს, აბონენტსა და პარტნიორს მადლობას უხდის თანამშრომლობისათვის, რომლის შედეგია წლების განმავლობაში მიღწეული დიდი წარმატება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა