ესტონეთში სკანდალი აგორდა იმის გამო, რომ პრეზიდენტი სოროსის ქორწილს ფარულად ეწვია

ესტონეთში სკანდალი აგორდა იმის გამო, რომ პრეზიდენტი სოროსის ქორწილს ფარულად ეწვია

ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა, რომ ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ქორწილს, როგორც სახელმწიფო პირი სტუმრობდა, მაგრამ ამის შესახებ არავისთვის უთქვამს. ამ საკითხზე კი ესტონეთში სკანდალი აგორდა.

ილვესი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 25 სექტემბერს იგი გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა ესტონეთის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის დეტალური პროგრამა წარმოადგინა, ილვესის სოროსის ქორწილში ვიზიტის შესახებ, სადაც იგი არა როგორც კერძო პირი, არამედ, როგორც ესტონეთის პრეზიდენტი იყო დაპატიჟებული, არაფერი უთქვამს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Õhtuleht-ი წერს.

პასუხად პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, "რომ სოროსის ოჯახი დაქორწინებას პირად მოვლენად განიხილავს და ნებისმიერი წინასწარი პუბლიკაცია დაუშვებელი იყო".

ამასთან, დღემდე უცნობია ვინ გადაიხადა სოროსის საჩუქრის, ესტონელი მხატვრის მალ ნუკესის ნახატის ანაზღაურება - პრეზიდენტმა, როგორც კერძო პირმა, თუ სახელმწიფომ.

ცნობილი მილიარდერი ჯორჯ სოროსი 21 სექტემბერს მესამედ დაქორწინდა. 83 წლის ფინანსისტის რჩეული 42 წლის ტამიკო ბოლტონია.

მომზადებულია Õhtuleht-ის მიხედვით.