რატომ დააქვს კობა ბარათელს მაკრატელი ჯიბით

რატომ დააქვს კობა ბარათელს მაკრატელი ჯიბით

კობა ბარათელმა შვებულება ნაბახუსევზე გაატარა. როგორც თავად გაგვიმხილა, სამი კვირის განმავლობაში არ გამოფხიზლებულა და ამის გამო სახლში ''ომიანობა'' ჰქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, იუმორისტი ახალ სეზონზე სამსახურში გამოცხადდა და დღეს ჩვენს ბლიცშეკითხვებს პასუხობს.

- ჩემს დაბადებას...

- მთელი მსოფლიო გამოეხმაურა, ეს ვინ გაჩნდა დედამიწაზეო. სხვათა შორის, მამაჩემმა თოფი ისროლა, მაგრამ ამცდა.

- არასდროს ვსწავლობდი...

- ინგლისურს, თორემ გერმანულს ხომ ვსხლავდი! ეთიოპიურიც მიჭირდა ისე, გრამატიკა განსაკუთრებით.

- დღეს რომ პროფესიას ვირჩევდე...

- ისევ იუმორისტი ვიქნებოდი.

- არ მინდა მახსოვდეს, როგორ...

- როგორ ავიღე პირველი სესხი. პირველია რთული, თორემ მერე სულ იღებ და იღებ. ისე, ბოლო დროს ინტერვიუებში სულ ბანკებსა და ვალებზე ვლაპარაკობ, ისე არ გამომივიდეს, რომ ვალების მეშინია. არაფრისაც არ მეშინია. რადგან მაძლევენ, ესე იგი ჯიგარი ვარ და მენდობიან.

- ვერასდროს ვიტანდი...

- მანიფაფას. ფაფებს ვერ ვიტანდი ზოგადად. ეს მამაჩემმა კარგად იცოდა და დედაჩემს ეუბნებოდა, მე ვაჭმევო. გამიყვანდა აივანზე, თვითონ ჭამდა ჩემს ულუფას და შემომიყვანდა. დედაჩემს უკვირდა, ჩემთან რატომ არ ჭამს, შენ რანაირად აჭმევო.

- ფაფები არ მიყვარდაო და აბა, რამ გაგასუქა?

- მწვადმა, ღორის მწვადმა.

- სიამოვნებით ვიცეკვებდი...

- სადღა მაქვს ცეკვის თავი... ვისზე ვთქვა (ფიქრობს). ინგა გრიგოლიასთან ვიცეკვებდი ჩა-ჩა-ჩას. თუ არ იცის ეს ცეკვა, ვასწავლი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები