ლურსმული დამწერლობის საიდუმლო

ლურსმული დამწერლობის საიდუმლო

ლურ­სმუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა მდი­ნა­რე ტიგ­როს­სა და ევფრატს შო­რის ძვე­ლი წელთაღრიცხ­ვის IV-III ათას­წლეულ­ში წარ­მო­იშ­ვა. ლურ­სმუ­ლი მას ვი­ზუ­ა­ლუ­რი ფორ­მის მიხედ­ვით შე­არ­ქვეს. სა­წერ მა­სალად იყე­ნებ­დნენ სვე­ლი თიხის ფირ­ფი­ტას, რომელზეც სამ­კუთხა წვე­რის მქო­ნე ჯოხით, სტი­ლუ­სით გა­მოჰ­ყავდათ ნიშ­ნე­ბი. შემ­დეგ ამ ფირ­ფი­ტებს მა­ღალ ტემპერატურა­ზე წვავ­დნენ. ლურსმუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა მე­ტად მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ის მა­ინც გავ­რცელ­და ბაბილონიდან მთელ წი­ნა აზი­ამ­დე.

რატომ წერ­დნენ ძველ შუ­ამ­დი­ნა­რეთ­ში თი­ხა­ზე? - უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო: თიხის გარ­და სხვა მა­სა­ლა არ მო­ი­პო­ვე­ბო­და,რაც შე­იძ­ლე­ბო­და სა­წე­რად გა­მომ­დგარი­ყო. მე­სო­პო­ტა­მია კი მდი­და­რი იყო თი­ხით. იღებ­დნენ თი­ხის ნა­ჭერს, კარ­გად ზელ­დნენ სქელი, ბლან­ტი ცო­მი რომ მი­ე­ღოთ. აძ­ლევ­დნენ მას სა­სურ­ველ, ხშირად, სწორ­კუთხა ფი­ლე­ბის ფორ­მას. ჩვე­უ­ლებ­რივ, მა­თი სიგ­რძე თით­ქმის ორ­ჯერ მე­ტი იყო სი­გა­ნე­ზე. თი­ხა რომ ოდ­ნავ შეშ­რე­ბო­და, "ქა­ღალ­დი" სა­წე­რად მზად იყო. ფან­ქრებ­სა და კალ­მებს ლერ­წმის ჯო­ხი ცვლი­და. რო­ცა ნიშ­ნის გა­მოყ­ვა­ნას იწყ­ებ­და, მწე­რა­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად უფ­რო აჭერ­და ხელს და თიხა­ზე რჩე­ბო­და სამ­კუთხ­ე­დის ანა­ბეჭ­დი - სო­ლი, ანუ ლურ­სმუ­ლი ნი­შა­ნი. ლურ­სმუ­ლი წე­რა გა­ნა­პი­რო­ბა მა­სა­ლის ხასიათმა, რო­მელ­საც იყე­ნებ­დნენ შუ­ამ­დი­ნა­რე­ლე­ბი. ნიშ­ნე­ბის სო­ლი­სე­ბუ­რი წე­რა შე­ნარ­ჩუნ­და ქვა­ზე, ბრინ­ჯა­ო­ზე, ვერცხლსა და სხვა მყარ ლი­თო­ნებ­ზე წე­რის დროს, და­კა­ნონ­და და სა­ყო­ველ­თაო გახ­და. ლურ­სმუ­ლი წე­რა-­კითხ­ვის სწავ­ლა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, ამი­ტომ ტაძ­რებ­თან არ­სე­ბობ­და სა­გან­გე­ბო სკო­ლე­ბი, სა­დაც მწერ­ლებს ამ­ზა­დებ­დნენ.

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა გათხ­ა­რეს რამ­დე­ნი­მე სკო­ლის შე­ნო­ბა და აღ­მო­ა­ჩი­ნეს თი­ხის რვე­უ­ლე­ბი ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი შეც­დო­მე­ბით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ შეს­წო­რე­ბუ­ლი.  სწავლა იწყ­ე­ბო­და ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვით: მოს­წავ­ლეს ას­წავ­ლიდ­ნენ რო­გორ მოემზადე­ბი­ნა თი­ხის გუნ­დის­გან თი­ხის ფირ­ფი­ტა. შემ­დეგ იგი უნ­და და­ე­ხა­ზათ, რა­თა სტრი­ქო­ნე­ბი სწო­რი გა­მო­სუ­ლი­ყო. ამას წვრი­ლი თო­კე­ბით ახერ­ხებ­დნენ. შემ­დეგ მოსწავლეს ხაზ­ზე უნ­და გა­მო­ე­სა­ხა ცალ­კე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი. დი­დი ხნის ვარჯიშის შემ­დეგ, რო­ცა იგი და­ოს­ტატ­დე­ბო­და, მას ასწავლიდ­ნენ სო­ლე­ბის შე­ერ­თე­ბით შე­ედ­გი­ნა მარ­ცვა­ლი, სიტყ­ვა, ციფრე­ბი, მთე­ლი წი­ნა­და­დე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს