ნანიკო ხაზარაძე: ჯანეტ ქერდიყოშვილს აგრესიულად შევუტიე

ნანიკო ხაზარაძე: ჯანეტ ქერდიყოშვილს აგრესიულად შევუტიე

"ორშაბათს, 23 სექტემბერს ეთერში გავედით, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, ერთად ვმუშაობთ", - ამბობს ნანიკო ხაზარაძე, "იმედის" "დღის შოუს" ერთ-ერთი წამყვანი, რომელსაც წელს ორ ახალ პარტნიორთან (სოფო ნარჩემაშვილი და ჯანეტ ქერდიყოშვილი) ერთად უწევს პირდაპირ ეთერში მუშაობა.

- ნანიკო, როგორ გრძნობ თავს ახალ პარტნიორებთან ერთად, როცა გვერდით აღარ გყავს დოდოშკა ხურცილავა და ია ფარულავა?

- სამაგიეროდ, მყავს არაჩვეულებრივი სოფიკო და ჯანეტი. მათთან ერთად, საკმაოდ კომფორტულია მუშაობა... პირდაპირ ეთერში ისე გავედით, "პრაგონიც" არ გვქონია. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე შესანიშნავი რეიტინგიც გვაქვს, რაც ძალიან მიხარია.

- შოუს ახალი წევრების შერჩევისას, როგორც ამ საქმეში გამოცდილმა ადამიანმა, მონაწილეობა თუ მიიღე?

- კი, როგორ არა, ჯანეტს კასტინგებზე ვესწრებოდი და მინდა, გითხრათ, რომ მან სრულიად გამაოცა, საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. ყველა დავალება საუკეთესოდ შეასრულა, მკაცრ კასტინგებს გაუძლო. ის კი არა, ერთ-ერთ დღეს ისე აგრესიულად შევუტიე, - დავალება იყო ასეთი, გვაინტერესებდა თავს როგორ დაიცავდა და გაგვაკვირვა, - ოსტატურად დაიცვა თავი. მაგარი გოგოა... მომწონს, მისი მონაწილეობა ჩვენს შოუში. როგორც ჩანს, "დღის შოუ" ხალხსაც მოეწონა, რადგანაც, როგორც გითხარით, 3 დღის ფონზე საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს.

- რას გვეტყვი შენს მეორე პარტნიორზე - სოფო ნარჩემაშვილზე?

- სოფიკო გამოცდილი ჟურნალისტია და ამასთან, დადებითი, დადებითი, დადებითი და კიდევ დადებითი ადამიანი. ამ სიტყვას დაუსრულებლად გავიმეორებ. ხომ გეუბნებით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთად ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობთ.

- გადაცემაში, როგორც ადრე, ექსპრომტები თუ გექნებათ. ამაში რამდენად აგყვებიან თანაწამყვანები?

- კი, გვექნება. მე საკუთარ თავს ოლეგ პოპოვს ვუწოდებ, რადგანაც პირდაპირ ეთერში ყოველთვის საოცარი ექსპრომტების კეთება მიწევს... მაგალითად, გუშინ, გადაცემაში მე და ჯანეტმა იმდენი ვივარჯიშეთ, რომ ბოლომდე დავიხარჯეთ, ეს შოუს ნაწილია ...

ლალი ფაცია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები